“დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები განსაზღვრავენ, რა მასალას შეაფასებენ. ბრალდებები ტყუილი და სახიფათოა”, – ასე ეხმაურება კომპანია META-ს წარმომადგენელი საქართველოში Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს.
“საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო”, – წერია Meta-ს სპიკერის განცხადებაში, რომელსაც “ფაქტ-მეტრი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე გავრცელებული დეზინფორმაციული ბანერების წაშლისა და ცრუ ინფორმაციის შემცველ პოსტებად მონიშვნის შემდეგ, Meta-ს კონტრაქტორი “ფაქტ-მეტრი”, რომელიც სწორედ ამ საკითხების გამოვლენაზე მუშაობს, არაერთი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების და თავდასხმის ადრესატი გახდა.