Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზოდიაქოს 6 ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი, რომლებსაც სიყვარული და მხარდაჭერა შესანიშნავად გამოსდით და ერთგული და მზრუნველი პარტნიორები არიან

April 10, 2024
ცნობილია, ახლახანს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ყველამ იცის, რომ კირჩხიბი ყველაზე მოსიყვარულე, მზრუნველი, თბილი, მგრძნობიარე და მეოჯახე ნიშანია, ამიტომაც, ალბათ, ამ სიაში მისი ნახვა არ გაგაკვირვებთ. შესაძლოა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები გარედან ცოტა უხეშები, დაფარულები ჩანდნენ, მაგრამ თუკი ნდობას მოიპოვებთ, იგრძნობთ, რომ მათთან ურთიერთობა ერთი დიდი გამართლება და საჩუქარია. კირჩხიბებმა ერთგული მეგობრობა, მხარდაჭერა, გამხნევება, მოტივაციის მოცემა და მზრუნველობის გამოხატვა შესანიშნავად იციან.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
თევზები ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე და ემოციურ ნიშნად ითვლება, რომელსაც სიყვარული და მხარდაჭერა შესანიშნავად გამოსდის და ერთგულ და მზრუნველ პარტნიორად გადაიქცევა. თუმცა, მასთან ურთიერთობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ იყოთ გულწრფელი. თევზები მლიქვნელ ადამიანებს ვერ იტანენ. თუკი მათთან რეალურ სითბოსა და სიყვარულს გამოავლენთ, უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ და თავს ბედნიერად იგრძნობთ. მეტიც, თევზები ხშირად საყვარელი ადამიანების გამო თავიანთ ინტერესებს გვერდზე გადადებენ და მათი კომფორტისა და კეთილდღეობისათვის ყველაფერს აკეთებენ. არაგულწრფელ ადამიანებთან კი კომუნიკაციას მაშინვე ასრულებენ.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ხშირად ამბობენ, რომ ლომები საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები არიან. თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა კარგად იციან, როგორ შეიყვარონ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ის ადამიანიც, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს. მეტიც, ლომებს მათთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობისა და სიყვარულის გამოვლენა შეუძლიათ. თუმცა, აუცილებელი პირობაა, რომ არასოდეს დასცინოთ მათ გრძნობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დიდი სიყვარული საპირისპირო გრძნობად გადაიქცეს.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ენერგიული ნიშანი, რომელიც საყვარელ ადამიანს ბოლომდე დაიცავს და მისი ინტერესები არასდროს დაავიწყდება. თუკი ვერძს გულწრფელად უყვარხართ, თქვენ ზურგს უკან არასდროს ილაპარაკებს და არც სხვას მისცემს ამის უფლებას. მხარს დაგიჭერთ და საჭირო დროს ზუსტი სიტყვებით გაგამხნევებთ. თუმცა, მთავარია, მის თავდაჯერებულობას არ შეუტიოთ და არ დაამციროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუდამოდ გადაიმტერებთ.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ქალწულები, ერთი შეხედვით, კრიტიკული, ცივი და უხეში ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა შინაგანად ისინი ძალიან ემოციურები და მგრძნობიარეები არიან. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც გულწრფელად მოსწონთ და უყვართ, ყველაფერზე შეუძლიათ საუბარი, თავადაც შესანიშნავი მსმენელები არიან, იციან ერთგული მეგობრობა, მხარდაჭერა, სხვების ემოციების გაგება და გულთან მიტანა. ამიტომაც ითვლება, რომ ქალწული ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეგობარი და პარტნიორია.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
შესაძლოა, თხის რქები ხშირად ისმენენ საყვედურებს იმაზე, რომ ემოციებისა და ყურადღების გამოხატვა არ შეუძლიათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ემოციების გამოხატვა კარგად მართლაც არ ეხერხებათ, თუმცა თუკი თხის რქას უყვარხართ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მისი სახით თქვენს ცხოვრებაში ძალიან მყარი კედელი არსებობს, რომელსაც შეგიძლიათ, თამამად მიეყრდნოთ და სულ გქონდეთ დახმარების იმედი. თხის რქები გრძელვადიან და სტაბილურ ურთიერთობებს აფასებენ და საყვარელ ადამიანებს ბოლომდე იცავენ.
წყარო: “ბომონდი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა
  • „ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ?… ჯეი დი ვენ­სი ცდე­ბა…“ – რას წერდა რომის ახალარჩეული პაპი აშშ-ის ლიდერების შესახებ?
  • “აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ…” – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge