Monday, May 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,მე არ ვუჭერ მხარს ამ კანონის მიღებას, მივესალმები, აქ რუსეთის საფრთხეები რომ გაკონტროლდეს”- დათო ლიკლიკაძე

April 9, 2024
,,მე არ ვუჭერ მხარს ამ კანონის მიღებას, მივესალმები, აქ რუსეთის საფრთხეები რომ გაკონტროლდეს”- დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ამბობს, რომ არ მიესალმება ,,რუსული კანონის” შემობრუნებას. მისივე თქვით, NGO სექტორის დაფინანსება ისედაც საჯარო და გამჭირვალეა.
,,”მე არ ვუჭერ მხარს ამ კანონის მიღებას, იმიტომ, რომ ნებისმიერი კონტროლი, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, თუნდაც გადმორიცხული თანხების და თუნდაც ვინ რაში ხარჯავს, გაკონტროლებას ვამბობ, ხელისუფლების მხრიდან, არ მგონია მართალი. ინფორმაცია არასამთავრობოების გამჭვირვალობაზე, ჩვენ ისედაც ვიცით. ეს არ არის დამალული – არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არცერთი გრანტი, არცერთი აქტივობა, არცერთი ტრენინგი… რაში რა იხარჯება ძალიან კარგად იცის ყველა დონის მთავრობებმა, როცა ეს ფული შემოდის. ამას არც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები მალავენ, ვის აფინანსებენ, რამდენით აფინანსებენ და ამაზე მეტი მკაფიოდ რა უნდა გაიწეროს?
პროექტს ან გრანტს ისე არავის არ მისცემენ, თუ დეტალურად არ არის ჩაშლილი ყველაფერი. ერთი ავტოკალამიც თუ უნდა იყიდონ, ამის თანხაც კი დეტალურადაა ჩაშლილი. მერე გაცემული გრანტის აუდიტები დგება – ამ აუდიტს ატარებს როგორც დონორი, ასევე დამოუკიდებლად, თვითონ მიმღები ორგანიზაცია და ე.წ. რაპორტებით ყველამ ყველაფერი ვიცით, ვისაც წაკითხვა გვინდა, რაში რა იხარჯება. თუ ამის გამო ვიღებთ ამ კანონს, მით უფრო აზრი არ აქვს მის მიღებას. რაც შეეხება იმას, რომ ევროპაშიც არის მსგავსი კანონი მიღებული, მე როგორც მითხრეს საფრანგეთიც იღებს მსგავს კანონს და ის გულისხმობს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვას. მივესალმები, აქ რუსეთის საფრთხეები რომ გაკონტროლდეს, მაგრამ უნდა გაკონტროლდეს არასამთავრობოებში, მედიაში შემოსული თანხა. მე არანაირად არ დავუჭერ მხარს ამ კანონს.
ვფიქრობ, არც არის ამ კანონის მიღების აუცილებლობა. ამ კანონის მიღება თუ შეგვაფერხებს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ზოგადად ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციაში, თორემ ხელს არანაირად არ შეგვიწყობს. გამჭვირვალობის გამო თუ იღებენ, ძალიან კარგად ვართ გამჭვირვალებული” – ამბობს დათო ლიკლიკაძე “ბათუმელებთან”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯო ბაიდენს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – მეტასტაზები ძვლებზეც გავრცელდა
  • იტალიაში ქართველი ახალგაზრდა კაცი დააკავეს
  • მესტიაში მეხი ჩამოვარდა – ვრცელდება კადრები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge