დეკანოზი ილია ჭიღლაძე 1989 წლის 9 აპრილს ილია II-ის მიმართვას ეხმიანება. პატრიარქმა რუსთაველზე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, ილია მეორემ ,,იმედთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას დაშლსკენ მოწოდება არ ჰქონია და მხოლოდ ეკლესიაში გადანაცვლება სთხოვა ხალხს.
“არ მომიწოდებია დაშლისკენ. ვხედავდი საშიშროებას და მოვუწოდე, შესულიყვნენ ეკლესიაში”, – თქვა ილია მეორემ 9 აპრილის მოვლენებზე საუბრისას.
პატრიარქის გამოსვლა 9 აპრილის საღამოს შეგიძლიათ ნახოთ აქ
დეკანოზ ჭიღლაძის თქმით კი , ილია მეორე ხალხს დაშლისკენ მოუწოდებდა და ეს დავალება მან მოსკოვისგან მიიღო.
,,1989 წლის 9 აპრილი – საბჭოთა ხელისუფლების დავალებით პატრიოტების მიტინგზე შუა ღამით პირველად და უკანასკნელად მიდის ილია შიოლაშვილი და მოუწოდა დაშლა და უკანდახევა ქართველ ერს და გააფრთხილა რას აპირებდა მოსკოვი! როცა ატყდა ხოცვა-ჟლეტა და წამიერად გაქრა და თავს უშველა!
1991 წლის 9 აპრილი – ზ. გამსახურდიამ მიიწვია უზენაეს საბჭოში (პარლამენტში) საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების სხდომაზე დასასწრებად ილია შიოლაშვილი, მან კი შეუთვალა: მცხეთაში, სამთავროს მონასტერში მივდივარ, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა (მოძრავი დღესასწაული) და წირვა მაქვსო. ასე არ დაესწრო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად წოდებული აგენტი “ივერიელი” საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებას! მიზეზი ბუნებრივია მოგონილია, წირვა თუ ასე ძალიან უნდოდა, ღამისთევით ჩაეტარებინა და დილით მითრეულიყო იმ ეპოქალურ ზეიმზე, რასაც 70 წელი
ელოდა ოკუპირებული და ანექსირებული ქართველი ერი, მაგრამ მოსკოვის დავალება ასეთი ჰქონდა და მოსკოვს ხომ არ აწყენინებდა. ან ივერიის ხატი გაუწყრებოდა ივერიის დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტი რომ პროირიტეტად მიეჩნია, ვიდრე სამთავროში წირვა?!”,- წერს ილია ჭიღლაძე FACEBOOK პოსტში.