1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გმირული და ტრაგიკული დღეა. 9 აპრილს ქართული საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობას და საბჭოთა იმპერიის რეჟიმიდან გათავისუფლებას ითხოვდა. 21 გმირი, საბჭოთა რეჟიმის, დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირენ. ეს ადამიანები თავისუფლებასა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ.
სასტიკის დარბევის ღამეს გადარჩენილები მომხდარს, ემოციების გარეშე დღემდე ვერ იხსენებენ.
,,მთავარი არხის” ეთერში სისხლიანი ღამის ერთ-ერთი მონაწილე ჰყვება, თუ როგორ დაკარგა ძმა:
,,ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, თქვენი გულისთვის გაიწირნენ ის ადამიანები… დედაჩემი რომ დაუწვა ტანკს, ჩემს ძმას უთქვამს, დედა ასე არ დაწვე, პირდაპირ დაუწექიო”
ვიდეო სრულად ნახეთ აქ