Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა წერია დღიურში, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა გმირის დედამ წლების შემდეგ იპოვა

April 9, 2024
რა წერია დღიურში, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა გმირის დედამ წლების შემდეგ იპოვა

„ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“ – ეს ფრაზა 1989 წლის 9 აპრილს, ტრაგიკულად დაღუპული, ყველაზე პატარა გმირის, ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა.

ფრაზა, რომელიც 15 წლის გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და საკუთარი სახელი და გვარი მთელ საქართველოს დაამახსოვრა.

დღიური ეკას დედამ, ლალი ყანჩაველმა, შვილის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, შემთხვევით იპოვა.

ტრაგედიიდან 35 წლის შემდეგ, დღიურიდან რამდენიმე ფრაზას საზოგადოებას პირველად უზიარებს.

ფრაგმენტები ეკა ბეჟანიშვილის დღიურებიდან:
“ყოველ ღამით ხმელ ფოთლებში დავდივარ, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?

„ზუსტად 2 საათზე ჩავედით „დავითგარეჯაში“. ნაწვიმარი იყო, ბურუსი იდგა და ძლივს ჩანდა ციხე. ინდაურების ჭყიპინმა ყურები წაიღო. იქვე ფაცხაში ცოტა გავილუკმეთ და წავედით სამუშაოდ. სანამ დაგვასაქმებდნენ, მოვიარეთ მთელი ციხე-კოშკი, ყველა სენაკში შევედით, იყო თუ არა საჭირო, ყველგან ვძვრებოდით და ვფორთხიალობდით. „ფერიცვალების“ ეკლესია ვნახეთ. გაუკეთებიათ ძალიან ლამაზად. ხატებიც იყო, სანთლები და ყველაფერი, როგორც წესი და რიგია“.

„სახლში რომ მოვდიოდი, ნაყინი ვიყიდე. ამ სეზონზე პირველად ვჭამე და სურვილიც ჩავიფიქრე. „ნეტა…“

„რა კარგია მარტოობა… მაგრამ გარეთ კარგი ამინდია. მე კი წვიმა მიყვარს, წვიმას ვანდობ ხოლმე ჩემს გულისთქმას. მის მეტი ჭირის გამზიარებელი არავინ მყავს. თუმცა არა, სიმღერა. სიმღერა ხომ ისევ ჩემთან არის!“

„ვნატრობ ყოველთვის… როდის მოვა წვიმა, რომ ყველაფერი ვუთხრა და მეც ამოვისუნთქო. ძალიან მიხარია, მაგრამ მიჭირს ზაფხულის მოახლოება. მან ხომ წვიმა არ იცის.“

***

ეს ბოლო ჩანაწერია, თარიღდება 1989 წლის 3 აპრილით.

„დიდხანს ვიფიქრე, მაგრამ რა, არაფერი… მერე ისევ ისე მოხდა როგორც ყოველთვის, ვიმეცადინე და დავიძინე.

მაგრამ ვაი ამ ძილს: ღამე ერთია და მე კი თექვსმეტჯერ ვიღვიძებ და ვიძინებ. ყოველ გამოღვიძებაზე ისევ ვფიქრობ…“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 9 მაისი ევროპის დღეა – რას უკავშირდება ამ თარიღის შექმნა?
  • დღეს თბილისში წყალმომარაგება შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
  • ღრუბლიანობა, წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge