ბათუმის ციხეში პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მსჯავრდებული მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს არაადამიანურ მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
პატიმარს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, აცხადებს, რომ მას სამედიცინო მომსახურებაზე უარს ეუბნებიან. მისთვის გაუგებარია, ასევე რატომ გადაიყვანეს ის ქსნის საპატიმროდან ბათუმის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში.
“თვითდაზიანება აქვს მიღებული, თბილისის ციხიდან ქსანის დაწესებულებიდან არის გადმოყვანილი დაახლოებით ორი კვირა არის, ბოლო პაემნის შემდეგ, გადმოიყვანეს ყველანაირი მიზეზის ახსნის გარეშე გადმოიყვანეს ბათუმის მესამე დაწესებულებაში სადაც იმყოფება მკაცრ რეჟიმში. მარტო არის საკანში და იქ უკვე მიდის კარცერში მოხვდა რამდენჯერმე და მთავარი რაც არის ჩვენი პრობლემა, ადამიანი არის ქრონიკულად მძიმე ეპილეფსიით დავადებული, არის დამოკიდებული წამლებზე, ყოველთვის უტარდება გამოკვლევები. არავითარ შემთხვევაში მისთვის არ შეიძლება ჩაკეტილი სივრცე იმიტომ რომ ბევრი შეტევა ჰქონდა და ყოველივე შეტევაზე მეგობრებმა გადაარჩინეს, – ამბობს მისი ახლობელი.