Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ არის ნინი გოგიჩაიშვილის რჩეული? – რას წერს იტალიური მედია ქართველი მოდელის შესახებ

April 5, 2024
ვინ არის ნინი გოგიჩაიშვილის რჩეული? – რას წერს იტალიური მედია ქართველი მოდელის შესახებ

იტალიური გამოცემა FQ Magazine წერს, რომ ნინი გოგიჩაიშვილი იტალიელ რეპერ Fedez-ზეა შეყვარებული. უკვე რამდენიმე თვეა, რაც “მის საქართველო 2018”-ს, ნი­ნი გოგიჩაიშვილსა და ცნობილ იტა­ლი­ელ რე­პერს რომანი აქვთ. პრესა წერს, რომ რე­პერ­მა და მოდელმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი და იგი­ვე ლო­კა­ცი­ი­დან გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ფოტოები. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, როცა გამომწერებმა ეს დამთხვევა შენიშნეს, პოს­ტე­ბი წა­შა­ლეს. ნინი და Fedez-ი ლოს-ანჯელესში, გა­მო­ფე­ნა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ნინის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოებზე არ წყდება კომენტარები მისი და ფედესის ურთიერთობის შესახებ: “მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ Fedez-თან ერთად ხარ? მოდი, გა­ვა­ქარ­წყლოთ ეს ჭორი” – წერს ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებელი. “არავინ იცის, გიპასუხებს თუ არა, მაგრამ ამით საკუთარ პროფილზე აქტიურობა გაზარდა, ეს ყველას მოსწონს” – წერია პასუხად.

ვინ არის ნინი გოგიჩაიშვილის შეყვარებული?
ფედერიკო ლეონარდო ლუჩია დაიბადა 1989 წლის 15 ოქტომბერს. ცნობილია, როგორც Fedez. არის იტალიელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და ბიზნესმენი. მისი მუსიკა იტალიაში პოპულარულია და ალბომს, რომელშიც ცნობილი სიმღერა Cigno nero-ც შედიოდა, მიენიჭა 3× პლატინის სერტიფიკატი იტალიური მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაციის მიერ.

ფედერიკო ლეონარდო ლუჩიამ ბავშვობა გაატარა ბუჩინასკოსა და კორსიკოში, რომელიც მდებარეობს მილანის პროვინციაში, შემდეგ კი გადავიდა როზანოში. მან სწავლა დაიწყო სამხატვრო საშუალო სკოლაში (Liceo Artistico), თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია.

ფედესმა 2017 წლის 6 მაისს ვერონაში კონცერტის დროს რჩეულს, იტალიელ მოდის ბლოგერს, კიარა ფერანის ხელი სთხოვა. მაშინ ხელის თხოვნის ამ კადრებს მთელმა იტალიამ უყურა, რადგან კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა იტალიური რადიო და ტელეარხ RTL 102.5-ის მაუწყებლობით. ფედესი და ფერანი დაქორწინდნენ ნოტოში, სიცილიაში 2018 წლის 1-ელ სექტემბერს. მათ ჰყავთ ვაჟი, ლეონე, რომელიც დაიბადა 2018 წლის 19 მარტს და ქალიშვილი, ვიტორია, რომელიც დაიბადა 2021 წლის 23 მარტს.

2022 წელს ფედესმა გაამხილა, რომ მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა საჯაროდ დაავადების შესახებ მხოლოდ მოგვიანებით, ოპერაციის შემდეგ ისაუბრა. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ პანკრეასის იშვიათი ნეიროენდოკრინული სიმსივნე ჰქონდა.
ნინი გოგიჩაიშვილის ცხოვრება
ნინი გოგიჩაიშვილის ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს. მისი ბაბუა და ბებია, იოსებ გოგიჩაიშვილი და ნანა დათუნაშვილი, მსახიობები იყვნენ. მისი მამა, ყველასთვის საყვარელი ტელესახე გიორგი გოგიჩაიშვილი, ცნობილი, როგორც გოგიჩა, 2019 წლის 4 ივლისს სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ნინის დედა, ნათია ბანძელაძე კი, ცნობილი ჟურნალისტია.

ნინის ჰყავს და, ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც საქართველოში სამოდელო სფეროში საქმიანობდა. ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაქორწინების შემდეგ კი ამერიკაში ცხოვრობს, ზრდის ორ გოგონას, გატაცებულია ხატვით და პერიოდულად პერსონალურ გამოფენებსაც მართავს.
რაც შეეხება ნინის, ის 2018 წელს გახდა “მის საქართველო”. წარადგინა საქართველოს კონკურსზე “მის მსოფლიო 2019”. ბედი სცადა კულინარიულ შოუში, თუმცა საკონკურსო ეტაპზე ვერ გადავიდა. მოგვიანებით დუბაიში წავიდა და იქ ჟურნალისტად მუშაობს. ოჯახის წევრები მას ხშირად სტუმრობენ და ნინი კადრებს მეგობრებსაც უზიარებს ხოლმე. მოდელი ხშირად აქვეყნებს რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც, თუმცა არასდროს აჩენს მის სახეს და არც მისი ვინაობის შესახებ საუბრობს. მოდელს არც მასსა და ფედესზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გაუკეთებია კომენტარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ…” – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში
  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge