გუშინ შუახევის მუნიციპალიტეტში საზარელი მკვლელობა მოხდა. კაცმა ცოლი სასტიკად მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ცოლის მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოკლული ქალი მელანო ქიზინიძეა, ხოლო ბრალდებული მამაკაცი რაულ დეკანაძე. მათ ორი შვილი დარჩათ, ერთ მეექვსე კლასელი, მეორე – მესამე კლასელი.
არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს ყელი ეჭვიანობის ნიადაგზე გამოჭრა და ხევში გადააგდო. 34 წლის მელანო ქიზინაძე ქმარმა ტყეში მოტყუებით წაიყვანა და უკაცრიელ ადგილზე სასტიკად გაუსწორდა.
ერთ-ერთი ვერსიით ქმარს ცოლის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. რაულ დეკანაძე საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის გერმანიაში გემზე მუშაობდა.
“ახლა ჩამოვიდა გერმანიიდან. მანამდე კონფლიქტი თუ ჰქონდა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. ორი შვილი დარჩათ. ამბობენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლაო” – ჰყვებიან ადგილობრივები.