“ხვალ საქართველოში ვბრუნდები და ძალიან მიხარია!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია წერს.
13 მარტს პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ბოლო დროს პოლიტიკურ პროცესებში საჯაროდ აღარ იყო ჩართული, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ამის საშუალებას არ აძლევდა.
“ხვალ საქართველოში ვბრუნდები და ძალიან მიხარია!
რუსული კანონი არა ბექა ოდიშარია!
საქართველო ევროპაა!
არა რუსულ მთავრობას!
PS აშკარად მესმის საგანი, როდის წავიდე და როდის დავბრუნდე”
პოლიტიკური გაერთიანება “დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ელენე ხოშტარია დაბრუნდა დიდი შემართებით და აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: