ვერძი
2024 წლის აპრილში მიხვდებით, რომ რაღაცები აუცილებლად უნდა შეცვალოთ და განვითარების ძველ მოდელს აღარ გაჰყვეთ. შესაძლოა, საკუთარი თავით ხართ უკმაყოფილო, არ მოგწონთ თქვენი იმიჯი, თავდაჯერებულობის ნაკლებობას განიცდით და ეს ხელს მნიშვნელოვნად გიშლით. რეტროგრადული მერკური პირისპირ დაგაყენებთ ყველა იმ ხარვეზთან და პრობლემასთან, რომელიც უკვე დროა, რომ გამოასწოროთ და გადააკეთოთ.
ქალწული
რეტროგრადული მერკური თქვენი სულიერი ტრანსფორმაციის სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგიწევთ, საკუთარ შიშებს, კომპლექსებს ჩაუღრმავდეთ და საბოლოოდ გაარკვიოთ, რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში. შესაძლოა, ახალი ურთიერთობებისთვის, კარიერული წინსვლისთვის არ ხართ მზად, ან კიდევ თქვენი რომელიმე თვისება ანელებს განვითარების პროცესს. ნებისმიერ შემთხვევაში, განახლების და არსებული გეგმების შეცვლის სურვილს იგრძნობთ და აიძულებთ საკუთარ თავს, უფრო გააქტიურდეს.
სასწორი
2024 წლის აპრილი საპირისპირო სქესთან ურთიერთობის თვალსაზრისით ყველაზე რთული თვე იქნება, რადგან თქვენი პარტნიორი წარსულს შეგახსენებთ, ან ურთიერთობაში არსებული სიტუაცია ფენომენალურად დაემსგავსება უკვე განვლილ მომენტებს. ამის გამო კი, შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და ამავდროულად, საკუთარ თავთან გაურკვევლობაც იგრძნოთ. მიუხედავად სირთულის, ეს თვე გაძლევთ შანსს, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ იმ საკითხებში, რომელთა გარკვევაც უკვე დიდი ხანია, გვერდზე გადადეთ და დასრულება აღარ სცადეთ.
თევზები
რეტროგრადული მერკური მოგცემთ შესაძლებლობას, საკუთარი თავი გარედან, ობიექტურად შეაფასოთ და მიხვდეთ, რა გიშლით ხელს წარმატებაში. თუ სამსახურში პრობლემები გაქვთ, ანაზღაურებასთან დაკავშირებით კი უთანხმოება, ეს სამყაროს ნიშნად ჩათვალეთ, რომ საკუთარ თავს, შრომასა და დროს სათანადოდ არ აფასებთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს თვე შემოსავლის ახალი წყაროს ძიებასა და თავდაჯერებულობის ამაღლებას მიუძღვნათ. ასე წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
წყარო: “ბომონდი”