4 აპრილს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩაზე სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 აპრილის 11:00 საათიდან 5 აპრილის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
კრწანისის ქუჩას ჩიხებით, შესახვევებითა და გასავლებით, მეფე სოლომონ II ქუჩას და I, II შესახვევს, კახა კაციტაძის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N 75-133 (კენტებს), ალიოშა ჯაფარიძის, წინანაურის, გიორგი გურამიშვილის (გორგასლის გასასვლელი) I, II შესახვევი; გიორგი გურამიშვილის (გორგასლისშესახვევი) N 13-19 (კენტებს), გორგასლის N 71(ნიუჰოსპიტალი) ქუჩებს. ნადიკვრის მე-3 ქუჩა 34.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.