Models.com-მა მატილდა გვარლიანი Top 50 ახალგაზრდა მოდელთა სიაში შეიყვანა.
Models.com-ზე აღნიშნულია, რომ TOP 50-ში მოხვდნენ მოდელები, რომლებმაც მოახერხეს შთაბეჭდილების მოხდენა ცნობილი ბრენდების დიზაინერებზე, კასტინგ დირექტორებზე, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებზე.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მატილდა გვარლიანი პირველი ქართველია.