33 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ხარაგაულის ბიუროს თანამშრომელი პაკო თავზარაშვილი.
მას კარგად იცნობდნენ თეატრალურ წრეებში. წლების განმავლობაში მონაწილეობდა სპექტაკლებში, როგორც ხარაგაულის დასის, ისე დედაქალაქის თეატრების.
“პაკო თავზარაშვილი წავიდა ჩვენგან. ჩვენი პაკო ბავშვობიდან იდგა სცენაზე ლამაზი და ახოვანი. ის იყო ჩემი პირველი სპექტაკლის მონაწილე. როგორ უხდებოდა ჩოხა, როგორ უყვარდა პოეზია, თეატრი, ცეკვა, ხელოვნება.