Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დღეს 1-ელი აპრილია- საიდან მოდის ტრადიცია?

April 1, 2024
დღეს 1-ელი აპრილია- საიდან მოდის ტრადიცია?

დღეს პირ­ვე­ლი აპ­რი­ლია — დღე, რო­დე­საც „მოტყუ­ება ად­ვი­ლია“, რო­ცა ტყუ­ილი თით­ქოს­და გა­მარ­თლე­ბუ­ლია და ამ კუთხით შე­ნი ფან­ტა­ზი­ორ­ობა ხა­ლი­სი­ან გან­წყო­ბა­საც კი იწ­ვევს. გან­სა­კუთ­რე­ბით სხარ­ტმა ტყუ­ილ­მა შე­იძ­ლე­ბა ამ დღეს ქე­ბაც კი და­იმ­სა­ხუ­როს. სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­იდ­ან მო­დის სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლოდ მოტყუ­ებ­ის ტრა­დი­ცია?

1 აპ­რილს არა­ერ­თი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვე­ყა­ნა აღ­ნიშ­ნავს: მა­გა­ლი­თად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ვინც ხურ­მო­ბა­ზე წა­მო­ეგ­ება, „აპ­რი­ლის სუ­ლელს“ უწ­ოდ­ებ­ენ. იტ­ალი­აში, საფ­რან­გეთ­ში, ბელ­გი­ასა და კა­ნა­დის ფრან­გუ­ლე­ნო­ვან რაიონებში არ­სე­ბობს ტრა­დი­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით „აპ­რი­ლის თევ­ზი“, გერ­მა­ნი­აში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია „აფ­რილ­შერც“, რა­საც „სა­აპ­რი­ლო ხუმ­რო­ბა“ ჰქვია, შოტ­ლან­დი­აში კი მოტყუ­ება 1 და 2 აპ­რილს არ­ის „დაშ­ვე­ბუ­ლი“… თუმ­ცა, 1 აპ­რი­ლი არ აღ­ინ­იშ­ნე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში. აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე ამ­ბობს: „თუ სად­მე მა­ინც (მა­გა­ლი­თად, ირ­ან­ში) ვი­ღაც რა­იმ­ეს იტყვის ამ დღე­ზე, ის­იც ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცი­ის გავ­ლე­ნით“. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, ას­ირი­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ირ­ინე ტა­ტიშ­ვი­ლის თქმით, სა­აპ­რი­ლო ხუმ­რო­ბის ტრა­დი­ცია ძველ აღ­მო­სავ­ლეთ­ში არ იყო, სა­მა­გი­ერ­ოდ გა­ზაფხულ­ზე დი­დი ზე­იმ­ით აღ­ნიშ­ნავ­დნენ ბუ­ნე­ბის გაღ­ვი­ძე­ბას. მარ­ტი-აპ­რი­ლის თვე (ნი­სა­ნუ) ძველ შუ­ამ­დი­ნა­რეთ­ში ით­ვლე­ბო­და წლის და­საწყი­სად. ამ დროს ბა­ბი­ლონ­ში ზე­იმ­ობ­დნენ მრა­ვალ­დღი­ან დღე­სას­წა­ულს, რო­მელ­საც „აქ­ითუ“ ერ­ქვა. ხე­თებ­თან, ას­ევე, გა­ზაფხულ­თან ას­ოც­ირ­დე­ბო­და ახ­ალი წლის დაწყე­ბა. „ფუ­რუ­ლის“ სა­გა­ზაფხუ­ლო-სა­ახ­ალ­წლო დღე­სას­წა­ულ­ზე ჰყვე­ბოდ­ნენ მითს გვე­ლე­შაპ­თან ამ­ინ­დის ღვთა­ებ­ის შერ­კი­ნე­ბის შე­სა­ხებ. გვე­ლე­შა­პის და­მარ­ცხე­ბა სიმ­ბო­ლუ­რად გა­ნა­სა­ხი­ერ­ებ­და გა­ზაფხუ­ლის გა­მარ­ჯვე­ბას ზამ­თარ­ზე. თსუ-ის პრო­ფე­სო­რის ნა­ირა ბე­პი­ევ­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1 აპ­რილს ოს­ებ­იც აღ­ნიშ­ნა­ვენ: „პირ­ველ აპ­რილს ოს­ურ ტრა­დი­ცი­ულ ყო­ფა­ში არ­ანა­ირი დატ­ვირ­თვა არ აქ­ვს. ნა­წი­ლი ოს­ებ­ისა, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­აზე ცხოვ­რო­ბენ, ან, რო­მელ­თაც რუ­სუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა აქ­ვთ მი­ღე­ბუ­ლი, რუ­სუ­ლად ულ­ოც­ავ­ენ ერ­თმა­ნეთს: „Первый апрель – никому не верь“! ის ოს­ები, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ, ქარ­თუ­ლი წე­სი­სა­მებრ, ცდი­ლო­ბენ ნაც­ნობ-მე­გობ­რებს შეთხზუ­ლი ამ­ბა­ვი და­აჯ­ერ­ონ და შემ­დეგ ნიშ­ნის­მო­გე­ბით მი­უგ­ონ: „დღეს პირ­ვე­ლი აპ­რი­ლია, მოტყუ­ება ად­ვი­ლია!

ოს­ურ ზღაპ­რებ­ში, ოს­ურ თქმუ­ლე­ბებ­ში სიც­რუე და ორ­პი­რო­ბა ის­ევე აღ­იქ­მე­ბა, რო­გორც, ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ერ სა­ზო­გა­დო­ებ­აში. მაგ­რამ სიც­რუ­ეც არ­ის და სიც­რუ­ეც. რო­ცა სიც­რუე ემ­სა­ხუ­რე­ბა ად­ამი­ან­თა გა­ხა­ლი­სე­ბას, გან­წყო­ბის შექ­მნას, ან რა­იმე პო­ზი­ტი­ურ მი­ზანს ის­ახ­ავს, ის მი­სა­ღე­ბია. ოს­ურ ზღაპ­რებ­ში მრა­ვა­ლი იუმ­ორ­ის­ტუ­ლი სი­უჟ­ეტია, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია ად­ამი­ან­თა გა­სა­ხა­ლი­სებ­ლად. უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ ნარ­თე­ბის ეპ­ოს­ში არ­ის ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც ხში­რად აც­დუ­ნებს ნარ­თებს გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბით. ეს არ­ის სირ­დო­ნი, რო­მელ­საც „ნარ­თე­ბის ჭი­რად გა­ჩე­ნილს“ უწ­ოდ­ებ­ენ. სირ­დო­ნი ღვთაბ­რი­ვი წარ­მო­მავ­ლო­ბის პერ­სო­ნა­ჟია (ის­ევე, რო­გორც სკან­დი­ნა­ვი­ური მი­თო­ლო­გი­ის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და სა­და­ვო პერ­სო­ნა­ჟი ლო­კი).“

რამ­დე­ნად არ­ის 1 აპ­რი­ლის აღ­ნიშ­ვნა

ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია?

ეთ­ნო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 1 აპ­რი­ლის აღ­ნიშ­ვნა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია არ არ­ის და ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ამ­ის შე­სა­ხებ არ­ანა­ირი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­იპ­ოვ­ება. სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლო ხუმ­რო­ბე­ბის თქმას ქარ­თვე­ლე­ბი უფ­რო საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­იდ­ან იწყე­ბენ.

„სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლოდ მსოფ­ლი­ოში ტყუ­ილ­ის თქმის თე­მა ფარ­თოდ არ­ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ქარ­თულ ენ­აში ასე გა­მო­იხ­ატ­ება — „დღეს პირ­ვე­ლი აპ­რი­ლია, მოტყუ­ება ად­ვი­ლია“. ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ ყო­ფა­ში ამ ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ამ­დე. ზო­გა­დად, თუ რო­გორ დამ­კვიდ­რდა ეს ტრა­დი­ცია მსოფ­ლი­ოში, რამ­დე­ნი­მე ვერ­სია არ­სე­ბობს. ფიქ­რო­ბენ, რომ ძველ რომ­ში ერთ-ერ­თი დღე­სას­წა­ული სწო­რედ ამ ტყუ­ილ­ის წარ­მოქ­მნი­სა და მას­ხა­რა­ობ­ის თე­მას მო­იც­ავ­და. მე­ორე მო­საზ­რე­ბა არ­ის ის, რომ ეს წე­სი და­ამ­კვიდ­რეს ქრის­ტეს ჭყო­ბე­ლებ­მა, რად­გან აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ული აპ­რი­ლის და­საწყისს ემ­თხვე­ვა ხოლ­მე და სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლო ხუმ­რო­ბებს ქრის­ტეს აღ­დგო­მის ურ­წმუ­ნო­ბის თე­მას უკ­ავ­ში­რებ­დნენ (მორ­წმუ­ნე ად­ამი­ან­ებს დას­ცი­ნოდ­ნენ, ვი­საც აღ­დგო­მის სჯე­რო­და). ჩე­მი აზ­რით, არ­ანა­ირი ჰუ­მა­ნუ­რი არც საწყი­სი და არც არ­სი ამ წესს არ აქ­ვს,“ — ამ­ბობს თსუ-ის პრო­ფე­სო­რი, ეთ­ნო­ლო­გი რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ანი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია „პირ­ველ აპ­რილს“ „სიც­რუ­ის დღის დად­გი­ნე­ბი­სა და ქრის­ტეს აღ­დგო­მის უარ­ყო­ფის ნიშ­ნად“ მი­იჩ­ნევს: „თით­ქოს­და ყვე­ლას­თვის უწყი­ნა­რი, სა­ხუ­მა­რო და ლა­მის აუც­ილ­ებ­ელი ტყუ­ილი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან­ვე ჩაგ­ვი­ნერ­გეს, ეს არ­ის სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლო ტყუ­ილი. ამ უც­ნა­ურ ტყუ­ილ­ებს ჩვენ­შიც ბევ­რი ამ­ბობს და, ამ­ას­თან, წარ­მოდ­გე­ნაც არა აქ­ვს, თუ სა­იდ­ან იღ­ებს და­სა­ბამს იგი და რა მკრე­ხე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ხდე­ბა ყვე­ლა, ვინც ასე იქ­ცე­ვა! დი­ახ, ეს „უწყი­ნა­რი“ ჩვე­ულ­ება — სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლო ტყუ­ილი ღმერ­თის უარ­ყო­ფი­დან და გმო­ბი­დან იღ­ებს სა­თა­ვეს!“ — წერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ოფ­იცი­ალ­ურ ვებ-გვერ­დზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge