„ოპოზიციამ დასავლეთს დაანახა, რომ რადიკალი და იდიოტი თვითონ კი არა, არამედ, ხელისუფლება“, – აცხადებს Cnews-სთან „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკების პროცესის კომენტირებისას.
მისივე თქმით, დასავლეთმა დაინახა, რომ ივანიშვილ-კობახიძის ხელისუფლება ერთი ნაბიჯითაც კი არ წამოვიდა დათმობაზე.
„ამ პროცესმა დასავლეთს დაანახა, რომ იდიოტი და რადიკალი შენ კი არა ხარ, არამედ, ხელისუფლებაა, რომელიც დათმობაზე არ მოდის. ოპოზიციის მუშაობამ ძალიან სწორად ჩაიარა. 5 თვის წინ, სასამართლო კლანზე საუბარი საერთოდ არ იყო, ამ დროის განმავლობაში, ოპოზიციამ შეძლო, რომ სენატიდან განცხადებები გაკეთდა სასამართლოში არსებულ კლანზე, ოლიგარქიული მმართველობზე… თუ კლანია, თუ ოლიგარქიული მმართველობაა, მაშინ ოპოზიცია სად უნდა შევიდეს, მისი ნაწილი გახდეს?“ , – აცხადებს ჩარკვიანი.
მისი თქმით, ქვეყანაში ყველა მიმართულებით კრიზისია, რაც მკაფიოდ აჩვენებს არსებული მმართველობის პრობლემურობას.
„თავი დავანებოთ ოპოზიციას, ქვეყანა რა დღეშია?.. რა არის სახელმწიფო? – ჯარი, ფული და ხალხი. პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, ჯარი არ გვყავს და არც გვეყოლებაო, ციტირებას ვაკეთებ; რა დღეშია ლარი, ხედავთ – კატასტროფული ვარდნაა … ხალხი შიმშილობს. ვერ აცრეს დროულად, პროპაგანდა ვერ გააკეთეს, ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ვერ გვაქვს კარგი ხელისუფლება“ – განაცხადა CNews-სთან თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ:
* ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელად კრისტიან დანიელსონი დანიშნა.
* დანიელსონს მანდატი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეთანმებით მიენიჭა.
* პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, სრულად ჩაერთონ კონსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში.
* კრისტიან დანიელსონი კარგად იცნობს საქართველოს – 2015 წლიდან იგი ევროკავშირის სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.
* საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა.
* ვითარების განმუხტვის მიზნით, ევროკავშირისა და აშშ-შის ელეჩების შუამვლობით დაიწყო პროცესის ფასილიოტაცია. მხარეებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა.
* ოპოზიციამ რამდენიმე პირობა წამოაყენა, მათ შორის, ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები. გამოითქვა მოსაზრება პლებისციტის ჩატარების შესახებაც.
* 1-ელ მარტს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ფასილიტაციიდან მედიაციის პროცესზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლეთა შეხვედრა გაიმართა მისი მონაწილეობით.
* შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შედგენილია 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის გარშემოც მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.
* 12 მარტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა.
* 13 მარტს, კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და წარმომადგენლებს შეხვდა.
*15 მარტის მონაცემებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.
* 15 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ასოცირების საბჭოს სხდომა 16 მარტს გაიმართა.
* „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში,“ – განაცხადა 16 მარტს, საჭოს სხდომის შემდეგ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
* 17-18 მარტს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებსი მოლაპარაკებები ისევ გაგრძელდა.
* 18 მატის შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა – მოლაპარაკება ვერ შედგა.
* 19 მარტს, კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.
* 22 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება, რაც თავად მიშელმაც დაადასტურა.
* 23 მარტს, აშშ-ის სენატში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა.
* 23 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე დევიდ კრამერმა და აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე საქართველოზე ანგარიში წარადგინეს.
* 27 მარტს, ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა, საერთო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების იმ ნაწილში, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მათთვის, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, პარლამენტში შევა.
* 27 მარტს, კრისტიან დენიელსონი საქართველოში დაბრუნდა.
* 28 მარტს, დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
* 29 მარტს, ევროპელმა დიპლომატმა შეხვედრები პრემიერთან, პრეზიდენტთან, მმართველი პარტიისა და ენმ-ს წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე გამართა.
* 30 მარტს, ევროპული კავშირის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები წარუმატებლად დამთავრდა – დოკუმენტს, რომელიც ევროპელებმა შესთავაზეს, ხელი არც ხელისუფლებამ მოაწერა დ აარც – ოპოზიციამ.
* 31 მარტს, დანიელსონმა საქართველო დატოვა.
წყარო: Cnews-