Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ ვილოცოთ სწორად? – რა რჩევას აძლევს მორწმუნეებს მეუფე შიო

March 31, 2024
როგორ ვილოცოთ სწორად? – რა რჩევას აძლევს მორწმუნეებს მეუფე შიო

ადამიანის მთელ ცხოვრებას ფერს უცვლის ენერგია ღვთისა, რომელსაც ეწოდება ასევე „მადლი ღვთისა“ და რომლის მეშვეობითაც ხდება თანაზიარება ღმერთთან, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მეორე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდი მარხვის მეორე კვირა წმინდა მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას ხსენების დღეა. მეუფე შიომ გრიგოლ პალამას ღვაწლზე და იესოს ლოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„წმინდა გრიგოლ პალამა ასწავლის, რომ ღმერთი სამყაროში იმყოფება თავისი ენერგიებით. როდესაც ადამიანი ამ მდუმარების სიღრმიდან ლოცულობს იესოს ლოცვას, მართებულად ლოცულობს, მაშინ იგი ექცევა ამ ენერგიების მოქმედების ქვეშ, ეს ენერგიები მას ღმერთთან აერთებენ და ღვთის თანაზიარს ხდიან. აი, რა საოცარი შედეგი აქვს იესოს ლოცვის ღვაწლს, როდესაც ის აღესრულება ისე, როგორც წმინდა გრიგოლ პალამა გვასწავლის.

და როდესაც ადამიანი ასე ცხოვრობს, ის აღწევს წარმოუდგენლად დიდ სულიერ სიმაღლეებს, მასში ხორციელდება ეს თანაზიარება, თანაზიარება ღმერთთან (რომელზეც მოგახსენეთ), იმდენად, რომ ადამიანის სხეულიც კი ფერს იცვლის და ღირსი ხდება, მიიღოს ის უქმნელი შუქი, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გამოაბრწყინა თაბორის მთაზე. ამ შუქის ხილვის ღირსი ხდება ადამიანი, ამის გამობრწყინების ღირსი ხდება ადამიანი, რაც დასტურდება მრავალი წმინდანის ცხოვრებით.

ადამიანის მთელ ცხოვრებას ფერს უცვლის ეს ენერგია ღვთისა, რომელსაც ეწოდება ასევე „მადლი ღვთისა“ და რომლის მეშვეობითაც ხდება ეს თანაზიარება ღმერთთან.

წმინდა ეკლესია სწორედ ამას გვახსენებს დიდი მარხვის პირველ კვირასაც და დღესაც, მეორე კვირასაც, რომ ჩვენი სინანულის საფუძველი არის სრულიად განსაკუთრებული რწმენა ღვთისა და რწმენა ადამიანისა. ასეთი რწმენა ადამიანისა, ქრისტიანის გარდა არავის შეიძლება ჰქონდეს, შეუძლებელია, რომ ჰქონდეს, რადგან ადამიანში ისეთი სიდიადე და სიკეთეა ჩადებული, რომ ქრისტიანის გარდა, ამაზე სხვას წარმოდგენაც კი არ შეიძლება ჰქონდეს.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა არის ჩვენი სინანულის საფუძველი, რა არის მიზანი ჩვენი სინანულისა, სულიერი ცხოვრებისა. ეს არის თანაზიარება ღვთისა, რომელზეც მოწმობს წმინდა ეკლესია დიდი მარხვის პირველ და მეორე კვირებში და შეგვახსენებს ჩვენს დიდ მოწოდებას და იმ სიდიადეს, რომელიც ჩვენს ბუნებაშია ჩადებული, რაც, ვიმეორებ, არის თანაზიარება ღმერთთან; რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge