Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ჩვენება მისცა სასწრაფოს ექიმმა, რომელმაც ნეკა დოროყაშვილის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა

March 30, 2021
რა ჩვენება მისცა სასწრაფოს ექიმმა, რომელმაც ნეკა დოროყაშვილის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. ის ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაშია ბრალდებული.

დღეს გამართულ პროცესზე სასამართლოს ჩვენება მისცა სასწრაფოს ექიმმა, რომელიც 2020 წლის 21 მაისს, ავჭალაში ინციდენტის ადგილზე გამოიძახეს და ნეკა დოროყაშვილის მდგომარეობა შეისწავლა.

დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ სასწრაფოს ექიმის ჩვენების შინაარსზე ბრალდებულის ადვოკატმა ისაუბრა.

ექიმის ჩვენებით ირკვევა, რომ ნეკა დოროყაშვილს ჰქონდა მცირე დაზიანება “კანის აქერცვლის სახით“, თუმცა “დაზარალებულმა ამ დაზიანების წარმომავლობა ვერ გაიხსენა“ – ამბობს ბასილაშვილის ადვოკატი.

მისივე თქმით, ექიმის გამოკითხვა მოწმობს, რომ ინციდენტის დღეს ნეკა დოროყაშვილი რაიმე სახის ფიზიკურ ტკივილს არ განიცდიდა.

დღეს, ასევე, დაიკითხა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც პირველად გამოკითხა ნეკა დოროყაშვილი. პროკურორის თქმით, მოწმეებმა დაადასტურეს გამოძიების პროცესში გამოვლენილი გარემოებები, სადაც საუბარია როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.

ცნობისთვის: ბრალდების თანახმად, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge