თბილისელი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური “ავტორიტეტი“ ზახარია კალაშოვი (შაქრო მოლოდოი) კრასნოდარის ციხიდან გაათავისუფლეს. ე.წ. კანონიერმა ქურდმა სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
“ინფორმაცია სამართალდამცავმა უწყებებმა დაადასტურეს“, – წერს სააგენტო TASS.
სასამართლომ 71 წლის კალაშოვის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით მიიღო.