Saturday, August 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ, თავის წარმოჩენა სურთ – ვილი სანიოლი

March 29, 2024
ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ, თავის წარმოჩენა სურთ – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემა L’Équipe-სთან ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა განწყობით ელოდებიან ქართველი ფეხბურთელები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებას.

სანიოლის თქმით, ეროვნული ნაკრების წევრებს სურთ, ტურნირზე თავი წარმოაჩინონ. როგორც ფრანგი სპეციალისტი აღნიშნავს, ამ ტურნირზე ამბიციურობა საჭიროა.

„საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ. მათ თავის წარმოჩენა სურთ.

ევროპის ჩემპიონატზე აუტსაიდერები ვიქნებით, მაგრამ აუტსაიდერებივით არ მოვიქცევით. ამბიციურები უნდა ვიყოთ. როდესაც 2021 წელს ნაკრებში მოვედი, D ლიგაში გამოვდიოდით, ახლა კი B ლიგაში ვართ. გამოცდილება უნდა მივიღოთ, რომ მომავალში, ფინალურ ეტაპებზე მოხვედრა შესარჩევებიდანაც შეგვეძლოს“, – ამბობს ვილი სანიოლი.

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გუნდი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე – “უნდა გაირკვეს, რაიმე პროვოკაცია ხომ არ მოაწყო დაკავებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ”
  • ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონია
  • 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge