საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ განაცხადა, რომ მძიმე ტრავმას გადაურჩა და ვარჯიშს 3 კვირაში განაახლებს.
“დღეს MRI შემოწმებაზე მითხრეს, რომ მოტეხილობა, რომელიც გუშინ ივარაუდეს ძველი დიაგნოზია და კოჭის 3 მყესიდან ერთ-ერთია გაწყვეტილი, აღდგენით პროცედურას კი 2-დან 3 კვირამდე სჭირდება”.
იმხელა სიხარული განვიცადე, ტრავმა რომ მქონდა მეორე საღამოს გამახსენდა, თამაშის შემდეგ ტკივილზე საერთოდ ვერ ვფიქრობდი” – თქვა ლევანმა.
საბერძნეთთან ფინალურ მატჩში მიღებული ტრავმის გამო ლევან შენგელიამ მოედანი იძულებით, საკაცის დახმარებით დატოვა.