Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სად და როდის შეგვეძლება საქართველოს გულშემატკივრებს “ევრო 2024”-ის ბილეთების შეძენა

March 28, 2024
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა – ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
ფეხბურთის ქომაგი მარიამ ნანეიშვილი სოციაურ ქსელში Euro2024–ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით:
თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკიდებულებაც, ბევრმა კარგად იცით.
Საქმე ისაა, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის თამაშებზე უეფა გამოყოფს ბილეთების გარკვეულ რაოდენობას თითოეული ნაკრების გულშემატკივრებისათვის. დასკვნით ეტაპზე ჩვენ პარალელურად გასული უკრაინისა და პოლონეთის გულშემატკივრების ბილეთები უკვე სრულადაა გაყიდული უეფას ოფიციალური ვებგვერდიდან.
🇬🇪 საქართველოს გულშემატკივრებს ჩვენთვის განკუთვნილი ბილეთების შეძენა ჯერ არ შეგვიძლია. უკრაინამ და პოლონეთმა ამ ბილეთების გაყიდვა უეფას მიანდო. Როგორც ვიგებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სხვა გადაწყვეტილება მიიღეს: თავად უზრუნველყოფენ ბილეთების გაყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ბილეთების რეალიზაციის საამაყო გამოცდილება ნამდვილად არ აქვთ.
ჯგუფური ეტაპის ნებისმიერ თამაშზე, ნაკრების გულშემატკივრებისათვის გამოყოფილი ბილეთების ფასი 30 ევროა. ჩვენც რომ გვქონოდა ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, სამივე თამაშის თითოეული ბილეთი უკვე გაყიდული იქნებოდა. Მაგრამ სხვა ქვეყნების გულშემატკივრებივით ბილეთების უეფას ვებგვერდზე შეძენის ნაცვლად, ფედერაციის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.
ჯერ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის შეგვეძლება საქართველოს გულშემატკივრებისათვის გამოყოფილი ბილეთების შეძენა (საუბარია, სავარაუდოდ, 5-10 ათას ადგილზე თითოეულ მატჩზე). Რაც მთავარია, უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation Levan Kobiashvili
ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს ლოგიკურ შეკითხვას: თუ ამის შესაძლებლობა არსებობდა, სხვა ქვეყნების მსგავსად, რატომ არ იყიდება საქართველოს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე? Მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის ბილეთების ყიდვა-გაყიდვა ყოველთვის დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული.
ცხადია, ამ შეკითხვაზე პასუხის მიუხედავად, მოცემულობა ვეღარ შეიცვლება. ამიტომ მხოლოდ იმედს თუ გამოვთქვამ, რომ პროცესი წარიმართება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მსურველებს თანაბარი პირობები გვექნება. ბილეთს თუ ვერ ვიყიდი, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ უბრალოდ ჩემნაირმა რიგითმა გულშემატკივარმა დამასწრო”- წერს მარიამ ნანეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდის უნდა აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე? – თეიმურაზ პაპასქირი „მეტრონომთან“
  • 9 მაისი ევროპის დღეა – რას უკავშირდება ამ თარიღის შექმნა?
  • დღეს თბილისში წყალმომარაგება შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge