Turkish Airlines -ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AnadoluJet საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს დღეიდან შეუდგება და ოპერირებას კვირაში 7 სიხშირით მოახდენს.
ცალმხრივი ავიაბილეთი ს ფასი 49 ევროდანაა. AnadoluJet თბილისის მიმართულებით ფრენებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს.
ცნობისთვის, Turkish Airlines -ის შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა Ajet 2008 წლის 23 აპრილს შეიქმნა.