ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს:
“მეგობარმა, რომელმაც კოვიდი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა, ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა ვაქცინაციის რაობა და მისი სურვილი, გაიკეთოს აცრა, რადგან ის კოშმარი მის ცხოვრებაში კიდევ არ განმეორდეს.
” ასტრაზენეკას გავიკეთებდი კი არა კარაქიან პურზე გადასმულ დარიშხანს შევჭამდი ეგ რო არ განმიმეორდეს ..მეხუთე თვე დასრულდა და ბლოკნოტს ვერ ვიშორებ და საუბრისას სიტყვები მავიწყდება” აი ცერი”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.