ჭიათურაში მე-12 კლასელი გარდაცვლილი იპოვეს. დამატებითი დეტალების გარკვევას “მეტრონომი” ცდილობს.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ნავარძეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის საბა ყიფშიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, სკოლას, ახლობლებს და მეგობრებს” – წერს გივი მოდებაძე.