გერმანული კლუბი “კარლსრუე”, სადაც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წარმატებულ თამაშს გამოეხმაურა და კლუბის ფეისბუქის გვერდზე გერმანულ და ქართულ ენებზე მისალოცი სტატუსი გამოაქვეყნა. Google Translate-ის დახმარებით ნათარგმნა ტექსტმა ქართველი ფეისბუქ-მომხმარებლები ძალიან გაახალისა.
“ორმაგი პაკეტი ბუდუდან! ჩვენმა თავდამსხმელმა ორივე გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების გუშინდელ 2:0 მოგებაში! ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან მომავალ სამშაბათს გაიმართება. KSC ოჯახი თითებს იჭერს!”, – ვკითხულობთ ტექსტში.