ხვალინდელ მატჩზე დასასწრები ბილეთები, ბილეთების შავ ბაზარზე აქტიურად იყიდება გადამყიდველების მიერ, როგორც ჩანს რეგულაციების მიუხედავად მაინც მოახერხეს სარგებლის ნახვა გამყიდველებმა.
ხშირად 20-30 ლარიან ბილეთებს ჯგუფებში უცნობი პირები 200 -300 ლარად ყიდიან, ხოლო ბილეთებს რომელიც სპეციალური სივრცისისთვისაა განკუთვნილი ფასი 1000 ლარამდე აღწევს.
როგორც სჩანს მსგავსი ბილეთები ” ნაცნობობით” ხელის მოთბობის საშუალება გახდა. ბილეთს, რომელსაც ფედერაციის ნიშანი აქვს მხოლოდ და არანაირი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ სჭრიდება უამრავი გვხვდება შავ ბაზარზე, შესაბამისად ჩნდება კითხვა, ვინ და რა რაოდენიბით გასცა მსგავსი ბილეთები, რომელიც ახლა კოლოსარულ ფასად იყიდება, მაშნ როდესაც 1000-ობით გულდაწყვეტილი ქომაგი ვერ შეიძლებს ხვალ მატჩზე დასწრებას სწორედ ბილეთების დეფიციტის გამო.