Sunday, June 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

ბავშვი საღამოს ძმასთან და მეგობართან ერთად ველოსიპედით სეირნობდა, როცა ნიღბიანი მამაკაცი აედევნა და გაიტაცა… – საქმე, რომელიც 27 წლის შემდეგ მოყვარულმა დეტექტივმა გახსნა

March 20, 2024
ბავშვი საღამოს ძმასთან და მეგობართან ერთად ველოსიპედით სეირნობდა, როცა ნიღბიანი მამაკაცი აედევნა და გაიტაცა… – საქმე, რომელიც 27 წლის შემდეგ მოყვარულმა დეტექტივმა გახსნა

1989 წლის 22 ოქტომბერს, მინესოტას შტატში, ქალაქ სენტ-ჯოზეფში, 11 წლის ჯეიკობ ვეტერლინგი თავის პატარა ძმასთან, ტრევორთან და მეგობარ აარონთან ერთად ველოსიპედით მაღაზიაში წავიდა… თუმცა, იმ დღის შემდეგ ჯეიკობი აღარავის უნახავს. ბავშვი გაიტაცეს…

ბიჭს მოსიყვარულე ოჯახი ჰყავდა და პატარა ძმასთან ერთად დროს შესანიშნავად ატარებდა. 1989 წლის 22 ოქტომბერს დედამ – პეტი ვეტერლინგმა შვილებს უთხრა, რომ სახლიდან არ გასულიყვნენ. თავად კი მეუღლესთან ერთად, მეგობრების სანახავად წავიდა. საღამოს, დაახლოებით, 9 საათზე ჯეიკობმა დედას დაურეკა და ველოსიპედით გასეირნების ნებართვა სთხოვა. რაკი გარეთ უკვე ბნელოდა და თან ბიჭებს პატარა დის, კარმენის მარტო დატოვება მოუწევდათ, პეტიმ შვილებს უარი უთხრა.ბავშვები დედის უარს არ დასჯერდნენ და მამას დაურეკეს, ახლა მას სთხოვეს გარეთ გასვლის ნებართვა. უთხრეს, რომ მხოლოდ უახლოეს მაღაზიამდე წავიდოდნენ, სპეციალურ ჟილეტსა და ქუდსაც გამოიყენებდნენ, რომ ველოსიპედით სეირნობისას არ დაზიანებულიყვნენ, პატარა დას კი 14 წლის მეზობელს დაუტოვებდნენ. მამამ ნება დართო და ბიჭებიც მეგობართან ერთად ველოსიპედებით მაღაზიისკენ გაემართნენ… ეს გადაწყვეტილება მამას მთელი დარჩენილი ცხოვრება სანანებლად გაუხდა…

როდესაც ბიჭები გზას დაადგნენ, მალევე მათ ნიღბიანი მამაკაცი გადაეღობათ წინ. სამივეს კარგად დააკვირდა, მერე კი ტრევორსა და აარონს ტყეში შესვლა უბრძანა და უთხრა, უკან არ მოეხედათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახვრეტით ემუქრებოდა. ჯეიკობი კი გაიტაცა… ბავშვები მაშინვე სახლში გაიქცნენ, რომ დახმარება ეთხოვათ, მეზობლებს გაუმხილეს, რაც შეემთხვათ.მეზობლებმა ამბავი მაშინვე შეატყობინეს ბიჭების მშობლებს, ადგილზე პოლიციაც მივიდა, ყველა მალევე ჩაერთო ძიებაში, მაგრამ ბავშვი თითქოს მიწამ ჩაყლაპა… საქმეში FBI და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიაც ჩაერთო, ბავშვის ფოტოები ყველგან გამოაკრეს, მაგრამ ვერსად ვერაფერი აღმოაჩინეს…ბავშვი საღამოს ძმასთან და მეგობართან ერთად ველოსიპედით სეირნობდა, როცა ნიღბიანი მამაკაცი აედევნა და გაიტაცა... - საქმე, რომელიც 27 წლის შემდეგ მოყვარულმა დეტექტივმა გახსნა

წლები გადიოდა, მაგრამ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. იქამდე არაფერი გარკვეულა, ვიდრე ამ ამბის მიმართ ინტერესი მოყვარულმა დეტექტივმა, ჯოი ბეიკერმა არ გამოიჩინა. ჯოი 22 წლის იყო, როდესაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯეიკობ ვატერლინგის საქმით დაინტერესდა და გამოძიების დაწყებას აპირებდა.

რამდენიმე დღეში ბიჭმა ჯარედ შაიერლის საქმე აღმოაჩინა, რომელიც ჯეიკობის ამბავს ძალიან ჰგავდა. შაიერლი 12 წლის იყო, როდესაც 1989 წლის 13 იანვარს ნიღბიანმა მამაკაცმა გაიტაცა და გააუპატიურა. ამის შემდეგ უცნობა ჯარედი ტყეში წაიყვანა, სადაც გაათავისუფლა და უთხრა, უკანმოუხედავად გაქცეულიყო, თორემ დახვრეტდა. ჯეიკობის ამბავიც დაახლოებით იმ ლოკაციაზე მოხდა. ბეიკერმა ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დაუკავშირა და შაიერლის მოძებნა გადაწყვიტა…

2014 წელს ჯოი ბეიკერმა და ჯარედ შაიერლმა ინტერვიუ მისცეს CNN-ს და ჯეიკობის ამბავზეც ისაუბრეს. ამ ინტერვიუს ნახვის შემდეგ FBI ვეტერლინგის საქმით ხელახლა დაინტერესდა და გამოძიება გააახლა…

2015 წლის ივლისში, ჯეიკობის საქმის ხელახალი ძიებისას პოლიციამ აღმოაჩინა, რომ შაიერლის დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი დნმ დენი ჯეიმს ჰაინრიხის მონაცემებს ემთხვეოდა. ჩხრეკის ორდერი გაიცა და მალევე მამაკაცის სახლში ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეოები აღმოაჩინეს. ჰაინრიხი ჯეიკობის საქმეში თავდაპირველადაც იყო ეჭვმიტანილთა სიაში, მაგრამ მაშინ ბრალი ვერ დაუმტკიცეს.ბავშვი საღამოს ძმასთან და მეგობართან ერთად ველოსიპედით სეირნობდა, როცა ნიღბიანი მამაკაცი აედევნა და გაიტაცა... - საქმე, რომელიც 27 წლის შემდეგ მოყვარულმა დეტექტივმა გახსნადენი ჯეიმს ჰაინრიხი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ვიზიარებ თქვენს ტკივილს…“ – რომის პაპი, ლეონ XIV, მიმართვას ავრცელებს
  • გერმანიამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის შესაჩერებლად გამანადგურებლები გაუშვა
  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge