ჭორვილის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“გლოვის ზარია ჭორვილის საჯარო სკოლაში.
გულისტკივილს გამოვთქვამთ, რომ ღვაწლმოსილი პედაგოგი, ერთგული და საიმედო ადამიანი, მეგობარი, აღარ დაამშვენებს ჩვენი სკოლის საზოგადოებას.
ჭორვილის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, ტექპერსონალი, ადმინისტრაცია, მოსწავლეები, მშობლები, დიდ მწუხარებას გამოთქვამენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ქალბატონი შურა სამხარაძის გარდაცვალების გამო.
ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას.
ქალბატონი შურა ერთგულად ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდის საქმეს, თავისი ცხოვრება სკოლისა და მოსწავლეების გარეშე ვერ წარმოედგინა. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, მის ხსოვნას სიყვარულით შეინახავენ მისი აღზრდილი თაობები და ჩვენ, კოლეგები.
მშვიდობით ჩვენო უფროსო მეგობარო!
ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს შურა მასწავლებელო”