დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად 45 წლის ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, შირაქის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებელი მართავდა, მოცურდა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
ქალმა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ავარიის ადგილზე გარდაიცვალა.
ცხედარი გურჯაანის რაიონულ პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.