ჟურნალისტი და ვლოგერი ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს. ის საუბრობს მართლმადიდებლურ ეკლესიაში შესაძლოა თუ არა განთავსდეს სკამები და რასთან არის ეს დაკავშირებული.
@zurriuss რატომაა სკამები მართლმადიდებლურ ეკლესიაში? – #კონსტანტინოპოლისტამბოლში ♬ original sound – Z U R R I U S S
იჯექი, როდესაც ნებადართულია და იდექი, როდესაც აუცილებელი. ნათქვამია: „ჯობია იჯდე და იფიქრო ღმერთზე, ვიდრე იდგე და იფიქრო ფეხებზე“. დგომა აუცილებელია: ექვსფსალმუნის კითხვისას, „უპატიოსნესის“ დროს, დიდი ჩამოლოცვისას, ასამაღლებლის დროს – „კურთხეულ არს მეუფება, „მცირე გამოსვლისას, სახარების კითხვისას, ეს ხომ ღვთის სიტყვაა. როდესაც ჯარს უკითხავენ მეფის ბრძანებას, ისინი ხომ მდგომარენი ისმენენ მას? დგომა საჭიროა მრწამსის კითხვის დროსაც. განსაკუთრებით იყავი ასამაღლებლისას „შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი!“ ზუსტად ამ დროს ხდება სულიწმინდის გადმოსვლა პური და ღვინო იქცევა ქრისტეს ხორცად და სისხლად, ეს არის საიდუმლოს ყველაზე მთავარი მომენტი, საღმრთო ლიტურგიის გული. მდგომარემ იმღერე გულში „მამაო ჩვენო“. როდესაც გაიგონებ შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით, მოწიწებით თაყვანი ეცი. ამ დროს ბარძიმში, ამბიონზე გამოდის თვით იესო ქრისტე.
კარგი იქნებოდა, თუ ყველას ექნებოდა საკუთარი დასაჯდომი ადგილი, როგორც ძველ ეკლესიაში იყო (აქედან ასამაღლებელი: „სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება“) ჩვენ კი, სჯობს დასაჯდომი ადგილები დავუთმოთ მოხუცებულებს და ავადმყოფებს. ნუ დაიკავებთ ადგილებს თავხედურად. რა თქმა უნდა, დაიღლებით, მაგრამ რაც მეტია გარჯა მით უფრო დიდია ჯილდო უფლისაგან.