ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერში” პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის განსასაზღვრად მუშაობს.
„დღეს მე განვაცხადე, რომ ვრჩები პოლიტიკაში. ამჟამად ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსასაზღვრად. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლის რეალური დღის წესრიგის შემუშავება” – წერს გახარია.