თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაკის რაიონს (შალვა ნუცუბიძის ქუჩის N77ა) წყლის მიწოდება 12:00-დან 22:00-მდე შეუწყდა. სამგორის რაიონს (სოფ. ნასაგურს და სოფ. წინუბანს) კი 11:30-დან 21:00-მდე.