ქართველი ემიგრანტის, 21 წლის გიორგი ჯანელიძის ტრაგიკულად დაღუპვის მიზეზი ცნობილია. მას ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა, ის იტალიის მიტოვებული სოფლის შესასწავლად და ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა 3 ბერძენ მეგობართან ერთად. – ამის შესახებ ინფორმაციას ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“გარდაცვალების მიზეზი არის ის რომ ფეხი დაუცურდა და გადავარდა ის იტალიის მიტოვებული სოფლის შესასწავლად და ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა 3 ბერძენ მეგობართან ერთად.. უფრო კონკრეტულად ქალაქ რეგჯო დი კალაბრიის “მოჩვენებათა სოფელში” სადაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა გუშინ..
გიო საბედისწერო აღმოჩდა შენთვის ჩემო დიდო ტკივილო😭ისტორიული, დოკუმენტური ფილმის გადაღება იტალიაში😭როგორ ვამაყობდით შენით ჩვენ და მთელი საბერძნეთი 😭😭რით ვანუგეშო ჩემი ემიგრანტი დედა ჩემი თამილა😭😭😭
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ლაშა ჯანელიძეს და თამილა ბარბაქაძეს.
ღმერთმა გაგაძლიეროთ ამ მძიმე დროს სიტყვები უძლურია….
ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის ემიგრანტი დედა და ემიგრანტი მამა რანაირად უნდა ანუგეშო,
რით უნდა დაამშვიდოოო…. 😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔💔💔💔💔
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ….
ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი ემიგრანტ დედას და ემიგრანტ მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ თქვენს ნაიარევს.
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის…
გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები გიო შენი ემიგრანტი დედისთვის?
მიწამ როგორ უნდა მიგიღოთ ნუთუ მიწას არ შერცხვება შენი💔😭💔😭💔
გლოვობს ჩემი სამტრედია მიწისთვის მენანებუ💔 ყველას ძალიან დაგვწყვიტე გული დიდი სევდა დაგვიტოვე რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება ყველა ჩვენგანს ვინც გიცნობდა. მართალია დაგვტოვე და წახვედი მაგრამ ჩვენს გულებში მაინც იცოცხლებ.
ასეთი ახალგაზრდა მუდამ 21 წლის იქნები. დაგვიტოვე უდიდესი ტკივილი. სათუთად გეფერებით შორიდან, ჩვენო ჩამქრალო სიცოცხლევ… შენს ხსოვნას დავიწყება არ უწერია… ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ-საკმეველმა გზა გაგინათოს მარადიულ სასუფეველში.. რამდენს სიყვარულს სითბოს და სიკეთეს იტევდა შენი პატარა მაგრამ საოცრად დიდი გული გიო… ( ყველას ვინც გიცნობდა და უყვარდი ეიმედებოდი ისეთი განცდა აქვს, რომ სადღაც ხარ და მოხვალ… მუდმივად ამის მოლოდინი არსებობს… რეალობა კი სამწუხაროდ, სრულიად სხვაგვარი და მძიმეა ასატანია… ადამიანებში უდიდესი სითბო დატოვე და ჩვენს მეხსიერებაში მუდმივად ისეთი დარჩები, როგორიც იყავი და როგორსაც გიცნობდით.) გიო რატომ სიკვდილი არ დაგაგვიანდა…ყველას გვემახსოვრები. ყველაზე საყვარელი და საუკეთესო ხარ ჩვენი დიდი ტკივილი ხარ… ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.” – წერს სიხარულიძე სოციალურ ქსელში.