მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“საქართველოში ნელ-ნელა დგება კლიმატური გაზაფხული, დღის ტემპერატურა უფრო ხშირად გვაქვს +20 გრადუსზე მაღალი, თუმცა მაინც ვერ ვიტყვით, რომ მოკლემკლავიანი ტანისამოსის დრო დადგა, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ ისევ მარტია, ამინდი კი შეიძლება იყოს ისევ არასტაბილური.
ხვალ 15 მარტს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი, ტემპერატურა +18, +20 გრადუსთან ახლოს.
ზეგ, 16 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დროდადრო იწვიმებს, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და ცოტათი აგვიცივდება, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის ქარი.
17 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს.
გისურვებთ სასიამოვნო დღეებს.” – წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში