Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ახლა გა­ახ­სენ­და მისი შვი­ლი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი და სახ­ლი­დან გა­მოგ­დე­ბუ­ლი რომ ჰყავ­და და სას­ტუმ­რო­დან-სას­ტუმ­რო­ში რომ დარ­ბო­და?”– რას პასუხობს არჩილ ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას

March 12, 2024
“ახლა გა­ახ­სენ­და მისი შვი­ლი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი და სახ­ლი­დან გა­მოგ­დე­ბუ­ლი რომ ჰყავ­და და სას­ტუმ­რო­დან-სას­ტუმ­რო­ში რომ დარ­ბო­და?”– რას პასუხობს არჩილ ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას

” დედა იმას ხომ არ იტყვის, ჩემი შვი­ლი ნარ­კო­მა­ნი და ბა­რი­გა იყოო? ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია და საქ­მე ისე შე­კე­რა, რო­გორც აწყობს”– აცხადებს ნარკოტიკების ზედოზირებისგან გარდაცვლილი აჩი­კო ბარ­და­ვე­ლი­ძის და “ამბები.ჯისთან”, რითაც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებას ემიანება. 

მისი თქმით,  ანა გუ­და­ვამ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ამ, ჩვე­ნე­ბა­ში აღი­ა­რა, რომ მან ჩა­მო­ი­ტა­ნა თერ­ჯო­ლა­ში წა­მა­ლი.

“კი, ანამ სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა, ეს მარ­თა­ლია, და­ნარ­ჩე­ნი – სიც­რუე. დედა იმას ხომ არ იტყვის, ჩემი შვი­ლი ნარ­კო­მა­ნი და ბა­რი­გა იყოო? ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია და საქ­მე ისე შე­კე­რა, რო­გორც აწყობს. პო­ლი­ცი­ამ როცა გა­ი­გო, ვისი შვი­ლი იყო ანა გუ­და­ვა, მე­ო­რე დღეს მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან გან­მე­ო­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, რისი უფ­ლე­ბაც არ მი­ვე­ცით. ანა გუ­და­ვამ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ამ, ჩვე­ნე­ბა­ში აღი­ა­რა, რომ მან ჩა­მო­ი­ტა­ნა თერ­ჯო­ლა­ში წა­მა­ლი და ყვე­ლა­ფე­რი მისი იყო. ამ ქალ­ბა­ტონს არ რცხვე­ნია? ახლა გა­ახ­სენ­და მისი შვი­ლი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი და სახ­ლი­დან გა­მოგ­დე­ბუ­ლი რომ ჰყავ­და და სას­ტუმ­რო­დან-სას­ტუმ­რო­ში რომ დარ­ბო­და? რეს­ტორ­ნებ­ში მუ­შა­ობ­და გოგო, თავი რომ გა­ე­ტა­ნა და ახლა გა­ახ­სენ­და?

მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი რო­მაა და რომ გახ­მა­ურ­და ეს ამ­ბა­ვი, არ უნდა მისი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვე გა­მო­იყ­ვა­ნოს. გოგო მა­მა­მაც მი­ა­ტო­ვა და დე­და­მაც, ხან სად იყო და ხან – სად. ახლა გა­ახ­სენ­და მის შვილს დახ­მა­რე­ბა რომ სჭირ­დე­ბა? როცა მარ­თლა სჭირ­დე­ბო­და, მა­შინ რა­ტომ არ და­უდ­გა გვერ­დით? ანა გა­მო­ვა ცი­ხი­დან და ჩემი ძმის მსგავ­სად ბევ­რს შე­ი­წი­რავს. ის ნარ­კო­ტი­კი ჩემი ძმის არ ყო­ფი­ლა, აჩი­კოს სი­გა­რე­ტის ფუ­ლიც არ ჰქონ­და, სა­ი­დან იყი­და, ან ვინ მის­ცემ­და, სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და და დე­დას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, თავი რომ გა­ე­ტა­ნა, ვინ ან­დობ­და ამ­დენ წა­მალს? ანა 1-ლ მარტს ჩა­მო­ვი­და ჩვენ­თან და 2-ში ჩემი ძმა ლო­გინ­ში იყო მკვდა­რი. დე­და­მის­მა ის თქვას, ანა გუ­და­ვამ მკვდარს რომ უღო სუ­რა­თე­ბი, მე­გობ­რებს რომ ურე­კა, მიშ­ვე­ლე­თო.

მის ჩვე­ნე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი წე­რია. ვინც ანა ჩემს სახ­ლში ნახა, მისი ქცე­ვე­ბით ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო. სკამ­ზე იჯდა და სი­გა­რეტს აბო­ლებ­და, არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქონ­დაო, – მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ. ის არც ცუ­დად ყო­ფი­ლა, რო­გორც დედა ამ­ბობს. სას­წრა­ფომ თქვა, 1 სა­ა­თის გარ­დაც­ვლი­ლია ეს ბი­ჭიო. ამ გო­გოს უნ­დო­და გა­უხ­მა­უ­რებ­ლად თვი­თონ გა­მო­ე­ყა­ვა­ნა აჩი­კო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ამი­ტომ და­რე­კა სას­წრა­ფო­ში გვი­ან. ჩემი ძმის ლო­გი­ნი მთლად სვე­ლი იყო, იმ­დე­ნი წყა­ლი უს­ხია მის­თვის, სა­ხე­შიც ნარ­ტყა­მი ჰქონ­და… როცა მიხ­ვდა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვერ გა­მო­იყ­ვან­და, მერე და­რე­კა სას­წრა­ფო­ში, სას­წრა­ფო­მაც და­აგ­ვი­ა­ნა, თურ­მე. როცა ცუ­დად გახ­და, ანას მა­შინ­ვე რომ და­ე­რე­კა, ან ვი­ღა­ცის­თვის ეთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო აჩი­კო, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თა.

ამ გო­გოს არა­ვინ ვიც­ნობ­დით, ამ ამ­ბის მერე გა­ვი­გეთ მას­ზე. და­ვი­ჯე­რო, დე­და­მის­მა არ იცო­და მას­ზე ყვე­ლა­ფე­რი? თუმ­ცა არც ერთ მშო­ბელს მას­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია და რო­გორ? აჩი­კოს­თვის მა­ნამ­დე მსგავ­სი არა­ფე­რი შეგ­ვიმ­ჩნე­ვია, ამას რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დით. ბევ­რი კი­თხვა მაქვს ანას­თა­ნაც და გა­მო­ძი­ე­ბას­თა­ნაც, მაგ­რამ ახ­ლოს არ მი­კა­რე­ბენ. უნ­დათ, ამ გო­გოს შე­უმ­სუ­ბუ­ქონ მდგო­მა­რე­ო­ბა. ასე­თი საქ­მე­ე­ბი მი­უჩ­ქმა­ლი­ათ? ანა ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს წერს, რა და რო­გორ ჩა­მო­ი­ტა­ნა ნარ­კო­ტი­კი, მაგ­რამ ის არ ასა­ხე­ლებს, ვინ მის­ცა წა­მა­ლი. ახლა გა­მო­უშ­ვე­ბენ და ჩემი ძმის­ნა­ირს კი­დევ ბევ­რს შე­ი­წი­რავს. ნეტა ჩემი ძმა იყოს უკა­ნას­კნე­ლი, ვინც ნარ­კო­ტი­კით გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ამის იმე­დი არ მაქვს, დიდი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა ქვე­ყა­ნა­ზე. ჩემს სა­ცო­დავ ძმას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა და მკვდარს ახო­ცა­ვენ ხე­ლებს, რო­გორ უნდა გა­ი­ხა­რონ დე­და­ჩე­მის ცოდ­ვით?“

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნი, რომლის 20 წლის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც ის აცხადებს, მის შვილს ნარკორეალიზაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ტრაგედიის დღეს, არც ნარკოტიკული ზემოქმედების  ქვეშ იმყოფებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge