22 წლის მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე წალენჯიხაში “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ დაწყებულ პროექტს მიესალმება და მას ამისთვის მადლობას უხდის.
როგორც ომაძე სოციალურ ქსელში წერს, რეგიონალური ციფრული ტექნოლოგიების სკოლის არსებობა მისი შვილის ოცნება იყო.
“სასწაული პროექტია, წარმატებები წალენჯიხაში ყველა აღმშენებლობით პროექტს, რომელიც უმნიშვნელოვანესია მისი განვითარებისთვის, ჩვენი ოჯახისთვის ეს პროექტი “არტ მეურნეობა” ძალიან სენსიტიურია, რეგიონალური ციფრული ტექნოლოგიების სკოლა რომელიც ძალიან ბევრ ახალგაზრდას მომავლის სპეციალობას დააუფლებს ჩემი შვილის უდიდესი ოცნება იყო, ამიტომ ჩემი ოჯახის დიდი მადლიერება თქვენ ბატონო მამუკა. ასევე დიდი მადლიერება იუვენტუსის აკადემიისათვის, რომელიც კიდევ არაერთ წარმატებულ ფეხბურთელს აღუზრდის ჩვენს მხარეს , არ მეგულება უკეთესი რამ
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის.
მალე სამი წელი ხდება,რაც ჩემი შვილი ნიკო კვარაცხელია დღისით მზისით ქალაქის შუაგულში ვერაგულად მხეციც რომ არ იკადრებდა ზურგიდან მიპარვას ისე დაახვრეტინეს უსულო არსებებს და დღემდე არ გამოუძიებიათ, ხელს აფარებს მკვლელებს , ბუნებრივია ის ძალა ვინც დღეს ხელისუფლებაშია, თორემ ნიკოს საქმეს თუ გადავშლით დამწყები იურისტიც კი მიხვდება თუ რა მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარით დაიგეგმა ყველაფერი.
ჩემდა სამწუხაროდ წალენჯიხის წარმომადგენელი მართველი ძალიდან ყველა თემას შეხებია მაღალი ტრიბუნიდან ნიკო კვარაცხელიას საქმის დახვრეტის გარდა!
მადლობა თქვენ ნიკოს მხარდაჭერისთვის!!!
უმორჩილესად გთხოვთ თუნდაც მრავალჯერ წაკითხული კიდევ წაიკითხოთ🙏🙏🙏
მინდა ჰაბი გავხსნა წალენჯიხაში, იქიდან ვარ წარმოშობით. ეს იქნება თანამედროვე, კომპაქტური შენობა ბევრი ღია და დახურული სივრცეებითა და საუკეთესო გარემოთი. Feedc-ის სათავო ოფისსაც იქ გადავიტან. ეს იქნება არაფორმალური განათლების ცენტრიც. საუკეთესო ტრენერებს ჩამოვიყვან, რომლებიც ადგილობრივ ახალგაზრდებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს. სკოლის მოსწავლეებს ვასწავლით ინგლისურს, პროგრამირებას და რაც მთავარია, მივცემთ საშუალებას წარმოდგენა შეექმნათ თანამედროვე პროფესიებზე, რათა უფრო გაუადვილდეთ სწორი არჩევანის გაკეთება. ბევრ მათგანს ჩვენთან დავასაქმებთ, დანარჩენებს კი დავეხმარებით შექმნან სერვის კომპანიები. თანამედროვე სამყაროში ხომ ლოკაციას მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია პროდუქტი, რასაც ბაზარს სთავაზობ, იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი. ხვალ, შეიძლება რომელიმე საერთაშორისო კომპანიამ იყიდოს სერვისი, რომელსაც წალენჯიხიდან მიაწვდი და ეს სრულიად რეალისტურია.
ვფიქრობ, ეს არის რეგიონების განვითარების სწორი გზა. წარმოიდგინეთ, ყველამ რომ სხვადასხვა კონცეფციის თითო ასეთი ცენტრი გააკეთოს თითო რეგიონში, როგორ განვითარდება ქვეყანა. შედეგს რომ დავდებთ, მერე ალბათ სხვებიც მოგვბაძავენ. მე მინდა წალენჯიხა გახდეს role model-ი. იცით, მჯერა რომ Every once in a while, a new technology, an old problem, and a big idea turn into an innovation“.
მთხოვა, არავისთვის გამემხილა მისი სამომავლო გეგმის ეს საიდუმლო ნაწილი. პირობა მივეცი და ვეხუმრე: „ამ მიმტანისთვის გამორთმეულ ფურცელს შევინახავ( რომელზეც ჩანიშვნებს გაკეთებდი) და როცა Forbes List-ში შეხვალ აუქციონზე გავყიდი-თქო“ .
ბევრი იცინა…
გააკეთებდა? კი, გააკეთებდა.
გამოუვიდოდა? კი, გამოუვიდოდა.
უბრალოდ, არ დასცალდა…
მარიამ სპარსიაშვილი უღრმესი
მადლობა ამ წერილისთვის”- წერა იზა ომაძე.