Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

25 მარტიდან 8 აპრილამდე დაბნელების დერეფანი გველის – რატომაა ის საყურადღებო

March 10, 2024
25 მარტიდან 8 აპრილამდე დაბნელების დერეფანი გველის –  რატომაა ის საყურადღებო

2024 წელი არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. თითოეული მათგანი კი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ერთ-ერთ ყველაზე გასათვალისწინებელი პერიოდი 25 მარტიდან იწყება და 8 აპრილამდე გაგრძელდება. აღნიშნულ დროს სასწორი-ვერძის ღერძზე დაბნელების დერეფანია.

25 მარტს სასწორი ნიშანში სავსე მთვარეც იქნება და დაბნელების დერეფანიც წყება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობასა თუ შეთანხმებებს მკაფიოდ და ზუსტად გაარკვევს. წარსულში დატოვებული ურთიერთობები, არამომგებიანი საქმეები, არასაჭირო ხელშეკრულებები საბოლოოდ დასრულდება და თქვენს ცხოვრებაში თავის ადგილს იპოვის. ურთიერთობებში სიცხადის პერიოდი იწყება. ამ დღეს ენერგია დაქვეითებულია, ემოციური ფონი კი მომატებული. ახალი საქმეების დაწყება არ ღირს, 25 მარტი მთლიანად ძველი ციკლის საბოლოოდ დასრულებისაკენ გიბიძგებთ.

ბევრისთვის სავსე მთვარე და სასწორი ნიშანში დაბნელება ნოსტალგიური იქნება და შესაძლოა, სევდაც იგრძნოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ დაბნელება წარსულის კვანძში ხდება. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს თქვენი ცხოვრების ერთ თავს საბოლოოდ ხურავთ. 25 მარტი გაჩვენებთ აუცილებლობას, რომ საბოლოოდ დაასრულოთ ის, რაც თქვენთვის ადრე ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა დანიშნულება დაკარგა… ეს მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებს არ ეხება, საუბარია საქმიან ურთიერთობებზეც და სხვადასხვა ადამიანთან მეგობრობაზეც.ამ პერიოდში შესაძლოა, ყველა “გაბზარული” კავშირი სამუდამოდ დაიშალოს.

იქიდან გამომდინარე, რომ 8 აპრილს ვერძის ნიშანში ახალი მთვარეა და ამით დაბნელების დერეფანიც სრულდება, წინ მნიშვნელოვანი სიახლეებიც გელით. ვერძი არის ნიშანი, რომელიც პროცესების გააქტიურებაზე, ახლის დაწყებაზე, მოვლენების დაჩქარებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც, გეძლევათ შანსი, რომ თქვენი ცხოვრების ახალი თავი დაიწყოთ და შეცვალოთ ის, რაც დიდი ხანია, გინდათ.

აღნიშნული პერიოდი კარმული ხასიათით იქნება გამორჩეული. თითქოს, ყველა ადამიანი იღებს ზუსტად იმას, რაც დაიმსახურა. ვინაიდან, დაბნელების დერეფნის დროს პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება, მოგიწევთ, ნებისმიერ საქმეს, რასაც ახორციელებთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ და თქვენს ნაბიჯებში დარწმუნდეთ.

წყარო – “ბომოდნი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge