თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევა თემქაზე მოხდა.გარდაცვლილი 26 წლის ვახო ქართლელიშვილია. ახალგაზრდა კახეთიდან იყო და თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა. მომხდარი ტრაგედიის დროს ადგილზე კომპანიაში დასაქმებული სხვა მუშებიც იმყოფებოდნენ, ისინი ამ დროისთვის დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.
ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილის ახლობლებიც, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ.
“დაგვირეკეს, რომ მშენებლობიდან გადმოვარდაო. დაცული არ არის უსაფრთხოების ნორმები, ეს არის ფაქტი, რასაც ვხედავთ. სხვა არაფერი ვიცით, არაფერს გვეუბნებიან” – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი “მთავარ არხთან” საუბრისას.