აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი დეტალურად ხსნის რა არის ანაფილაქსიური შოკი და როგორ უნდა აღმოვუჩინოთ პაციენტს დახმარება. როგორც მედიკოსი სოციალურ ქსელში წერს ანაფილაქსიური შოკი არის, ვაქცინების ძალიან იშვიათი, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი გვერდითი ეფექტი.
“ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი არის, ძალიან იშვიათი, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი გვერდითი ეფექტი ნებისმიერი იმ ვაქცინების, რომლებითაც დაბადების პირველი დღეებიდან ადამიანები ვიცრებით. კოვიდის საწინააღმდეგო აცრების შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკი უფრო ხშირად ფიქსირდება ვიდრე ეს სხვა აცრებს ახასიათებთ. აქამდე დაფიქსირებული ყველა შემთხვევა დეტალებში განვიხილე მთავარის შენი დილას ეთერში სულ ორიოდე კვირის წინ.მაგალითად 23 დეკემბრის მონაცემებით ფაიზერის 1.893.360 დოზაზე ანაფილაქსიური შოკის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დაახლოებით არის 11 ანაფილაქსიური რეაქციაა მილიონ დოზაზე, რაც დაახლოებით 10-ჯერ მეტია გრიპის გაქცინასთან შედარებით.
ოდნავ ნაკლები, მაგრამ გრიპზე მაინც აღმატებული რაოდენობით აღინიშნა მსგავსი რეაქცია მოდერნას ვაქცინით აცრილებშიც. ერთეულ შემთხვევებში პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, მაგრამ 2-3 დღეში გაეწერნენ, დანარჩენებს კი დახმარება პირდაპირ ვაქცინაციის ცენტრებში აღმოუჩინეს.
როგორ უნდა იყოს აღჭურვილი ვაქცინააციის ცენტრი რათა დააკმაყოფილოს უსაფრთხოების ყველა სტანდარტი?
ცხადია, სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს შესაბამისად გაწვრთნილი. ამავე დროს აუცლებელია ადექვატური აღჭურვილობა, რომ ანაფილაქტიური რეაქციის განვითარებისთანავე, პაციენტს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინონ.
ამისათვის დაგჭირდებათ:
1. ეპინეფრინი – თვითინექციის სპეციალურ კალამში უკვე გამზადებული დოზით ან წინასწარ განზავებული შპრიცი შესაბამისი კონცენტრაციით.
კონცენტრაციები:
1 მგ/მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებული 1:1000 კონცენტრაციით ინტრამუსკულარული ინექციისთვის. ინექცია კეთდება ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე, არ სჭირდება რაიმე სპეციალური ორიენტირების ცოდნა. დოზა 0.3 მგ – 0.5 მგ, თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა განმეორებითი დოზების გამოყენება შეიძლება 5-10 წუთის ინტერვალით. იმის გამო რომ ანაფილაქსიური შოკი, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ამ დროს ეპინეფრინს უკუჩვენება არ გააჩნია.
2. H1 და H2 ანტიჰისტამინური პრეპარატები: დიფენჰიდრამინი იგივე ბენადრილი, ცეტირიზინი, ფამოტიდინი, ციმეტიდინი (რომელიმე აქედან).3. ინტრავენური საინექციო ფიზიოლოგიური ხსნარი.4. საინტუბაციო მოწყობილობა.5. ამბუს ბალონი თავისი ნიღბით.6. წვდომა საინჰალაციო ჟანგბადთან.7. პულსოქსიმეტრი.8. არტერიული წნევის გასაზომი ხელსაწყო.9. ბრონქოდილატატორი, მაგალითად ალბუტეროლი.ანაფილაქსიური შოკის მკურნალობისას იცავთ ორ პრინციპს:
1. სასწრაფოდ უნდა აღდგეს ცირკულაცია. ასეთ დროს შიდასისხლძარღვოვანი მოცულობა სისხლძარღვს გარეთ გადაინაცვლებს და ამ შიფტის გამო წნევის შესანარჩუნებლად დიდი რაოდენობით ინტრავენური სითხის გადასხმა დაგჭირდებათ. ეპინეფრინი სისხლძაღვოვანი ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, საკმარისი რაოდენობით სითხე კი სისხლძარღვის მოცულობას შეავსებს. ორივე ერთად ქმნის არტერიულ წნევას.