Friday, May 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რამდენიმე თვე მიგზავნიდა თავის შიშველ ფოტოებს და ვიდეოებს სასქესო ორგანოთი”– ვინ ავიწროებს სექსუალურად ექიმ ეკა კვირკველიას?

March 8, 2024
“რამდენიმე თვე მიგზავნიდა თავის შიშველ ფოტოებს და ვიდეოებს სასქესო ორგანოთი”–  ვინ ავიწროებს სექსუალურად ექიმ ეკა კვირკველიას?

“რამდენიმე თვე მიგზავნიდა თავის შიშველ ფოტოებს და ვიდეოებს სასქესო ორგანოთი… ვიღაცებს არ უნდათ, რომ ვსაუბრობდე, უნდათ, რომ გამაჩუმონ” – ექიმ ეკა კვირკველიას თქმით, ონლაინსექსუალური შევიწროების სამიზნე გახდა. ამის შესახებ ეკა კვირკველიამ “მთავარ არხს” განუცხადა.

პროფესიული საქმიანობის გამო ონლაინძალადობისგან დაზარალებულ ქალს, ეკა კვირკველიას, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იცავს.

“ეკა კვირკველია ონლაინსექსუალური შევიწროების სამიზნე მისი პროფესიული საქმიანობის გამო აღმოჩნდა. ის საგანმანათლებლო შინაარსი, რომელიც ქალების რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ეხება, უკანასკნელ წლამდე ტაბუს ექვემდებარებოდა. ეკა, რომელიც გამოხატული პროფესიონალიზმით შეეხო ამ თემას, უამრავი ქალის მხარდამჭერია, რომლებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო საკუთარ რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ვერ იცავდნენ. თუმცა თავად ეკა, როგორც ქალი, ამის გამო გენდერული ძალადობის ნიშნით შეტევას დაექვემდებარა და მის მიმართ სისტემატური ონლაინსექსუალური ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი კომენტარების და კორესპონდენციის ფორმით.

2024 წლის 5 მარტს PHR-ის ხელმძღვანელი და ამავე დროს, მოქმედი ადვოკატი თამარ გაბოძე, ეკასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. ეკას და მისი ადვოკატის ინიციატივით, საქმეში ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტიც. ამ დროისთვის საქმეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. PHR-ი მოელის, რომ ეკა კვირკველიას მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე სახელმწიფო მიიღებს მკაცრ, მყისიერ და ადეკვატურ ზომებს” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში ბრიტანეთის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • რატომ დააჯარიმეს რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge