როგორ მოვამზადოთ ლიმონის ძალიან ნაზი, ჰაეროვანი და არომატული ორცხობილები, რომელიც ყველას ძალიან უყვარდება

ასევე წაიკითხე

ამ ორცხობილების მომზადებას სწრაფად და მარტივად გაართმევთ თავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღუმელთან და ცხობასთან შეხება არასდროს გქონიათ. უბრალოდ მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ.

ლიმონის ჰაეროვანი და არომატული ორცხობილები

ინგრედიენტები: 

  • 80 გრამი კარაქი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 300 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 დიდი ზომის ლიმონი
  • მზესუმზირის ზეთი და შაქრის პუდრი გემოვნებით

ინსტრუქცია: 

1. ერთი მთლიანი ლიმონის ცედრა გახეხეთ წვრილ სახეხზე და კარგად გამოწურეთ წვენი მისი ნახევარი რბილობისგან (მეორე ნახევარი არ დაგვჭირდება). კვერცხი კარგად ათქვიფეთ გამოწურულ წვენთან და შაქართან ერთად, შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და დარბილებული კარაქი. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განამვლობაში, სანამ ინგრედიენტები ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება.

როგორ მოვამზადოთ ლიმონის ძალიან ნაზი, ჰაეროვანი და არომატული ორცხობილები, რომელიც ყველას ძალიან უყვარდება

2. მიღებულ თხევად მასაში დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ცედრა. ამოიყვანეთ ცომი და გაყავით ის 3 ან 4 თანაბარ ნაწილად.

როგორ მოვამზადოთ ლიმონის ძალიან ნაზი, ჰაეროვანი და არომატული ორცხობილები, რომელიც ყველას ძალიან უყვარდება

3. ცომის თითოეული გუნდა კარგად გააბრტყელეთ (მათი სისქე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 სანტიმეტრს). დაჭერით გაბრტყელებული ცომი თანაბრი ზომის კვადრატებად.

როგორ მოვამზადოთ ლიმონის ძალიან ნაზი, ჰაეროვანი და არომატული ორცხობილები, რომელიც ყველას ძალიან უყვარდება

4. ჩაასხით ტაფაში იმ რაოდენობით მზესუმზრის ზეთი, რომ ლიმონს კვადრატული ორცხობილები ზემოდან რამდენიმე მილიმეტრით მაინც დაიფაროს. მობრაწეთ ისინი ორივე მხრიდან მოოქროსფრო შეფერილობის მიღებამდე, შემდეგ გადმოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცებზე და მოაყარეთ შაქრის პუდრი თქვენი გემოვნების მიხედვით. გემრიელად მიირთვით!

როგორ მოვამზადოთ ლიმონის ძალიან ნაზი, ჰაეროვანი და არომატული ორცხობილები, რომელიც ყველას ძალიან უყვარდება

როდესაც ლიმონის ამ ორცხობილებს დააგემოვნებთ, პირობას გაძლევთ, ის აუცილებლად შეგიყვარდებათ! განსაკუთრებით გემრიელი ეს ორცხობილები ყავის ან ჩაის დილის ულუფასთან ერთადაა.

როგორც ხედავთ, ლიმონის ძალიან ნაზი და არომატული ორცხობილების მომზადება დიდ დროსა და ძალისხმევას არ მოითხოვს, მათი გემო კი – შთამბეჭდავია. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!

სხვა ამბები

Next Post

პოპულარული