იაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ. პარტია გირჩის ლიდერს ექიმების დახმარება დასჭირდა. მან კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ხვიჩია ამბობს, რომ გუშინ კონფლიქტი ღამის საათებში მოხდა, როცა “გირჩის” ოფისში უცნობი პირი შეიჭრა და პარტიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მას კი მოქნეული ხელი მოხვდა.
“სინამდვილეში, ეს ყველაფერი გამოწვეული არის ქართული ოცნების და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში, ახლა მეორე ძმამ მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა. მოვიდა ოფისში, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და უბრალოდ მისი მოქნეული ხელი მომხვდა. მერე საკაიფოდ ვცემეთ, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა რომ დაიჭირონ, იმიტომ რომ კიდევ მყავს საცემი ერთხელ” – ამბობს იაგო ხვიჩია.