სტარტაპ კომპანია, რომელიც მფრინავ მანქანებს SpaceX-ის მხარდაჭერით აწარმოებს, აცხადებს, რომ წინასწარი შეკვეთით უკვე 2850 მანქანა გაყიდეს. Model A-ს თითოეული მფრინავი მანქანის ფასი $300 000-ს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მანქანის პირველი პროტოტიპები მომავალი წლიდან შემოვა ბაზარზე და, შესაბამისად, ცაზეც.
- სტარტაპ კომპანია Alef Aeronautics-მა განაცხადა, რომ Model A-ს წინასწარი შეკვეთების თანხა $850 მილიონს აჭარბებს.