Monday, May 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home ემიგრაცია

საქართველოში დაბრუნებისთვის სახელმწიფო თანხას გადაგიხდით – განაცხადების მიღება დაიწყო

March 16, 2021
საქართველოში დაბრუნებისთვის სახელმწიფო თანხას გადაგიხდით – განაცხადების მიღება დაიწყო

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა გასცემს გრანტებს  შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროფესიული განათლებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ  საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოებისთვის და მისი ოდენობა არაუმეტეს 4000 ლარს შეადგენს.

პროექტები დაფინანსდება რამდენიმე ბენეფიციარის გაერთიანებითაც. ასეთ შემთხვევაში, პროექტის დაფინანსებისთვის მაქსიმალური თანხა განისაზღვრება კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ მხარდაჭერას სასოფლო-სამეურნეო ინიციატივებისა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მიმართულებით.

განაცხადების მიღება გაგრძელდება 4 აპრილის ჩათვლით სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, ან სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს – 0322140242.

პროექტის გეგმა – განაცხადის ფორმა
სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მეყოფა, ახლა კიდევ გიორგი გაბუნიაზე და დეა მამისეიშვილზე რომ არ ავიღო” – ნიკა გვარამია
  • წყალი რამდენიმე საათით შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge