დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა აცრილ ადამიანს გადაეცემა დამადასტურებელი აცრის ორენოვანი ცნობა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ხელმოწერით. პარალელურად, მსოფლიოში მიმდინარეობს საუბარი კოვიდ-პასპორტის პროტოტიპის შექმნის შესახებ, რომლითაც ვაქცინირებულ ადამიანს სხვადახვა ქვეყანაში გაადგილება შეეძლება.
იქნება თუ არა საქართველოში გაცემული ცნობა, კოვიდ-პასპორტის პროტოტიპი და ექნება თუ არა მას საერთაშორისო აღიარება? აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსს” დაავადებათა კონტროლის ეორვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ესაუბრა. მისი თქმით ე.წ კოვიდ-პასტორტზე მუშაობა ცალკე მიმდინარეობს, თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ ვაქცინის შემდეგ გაცემული ორენოვანი ცნობაც იმუშავებს ქვეყნიდან გასასვლელად.
„კოვიდპასტორტზე ცალკე ვმუშაობთ. ეს ცნობაც, რომელიც ორენოვანია და ბეჭდით დადასტურებული, ვფიქრობთ იმუშავებს. ჯერჯერობით ასეთი უნიფიცირებული პასპორტი, რომელსაც ყველა ქვეყანა ცნობს, არ არსებობს,”- ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით ყველა აცრილ ადამიანს გადაეცემა ცნობა, რომ ის აიცრა. „ორენოვან ცნობას, რომელიც ვაქცინირებულ ადამიანს გადაეცემა, ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება,”- ამბობს გამყრელიძე.
ამ საკითხზე „რეზონანსი” ეპიდემიოლოგ ალექსანდრე გოგინავასაც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ კოვიდ-პასტპორტის პროტოტიპი აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუ გვსურს მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ წესს.
„სავარაუდოდ ჩვენთანაც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში იმ ადამიანებს ექნებათ გადაადგილებისა და მოგზაურობის თავისუფლება, რომლებიც ვაქცინას გაიკეთებენ. უბრალოდ იმ ცნობაზე, რაზეც ამირან გამყრელიძემ ისაუბრა, ნამდვილად არ ვიცი გამოდგება თუ არა საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის გადაადგილებისთვის.
„აუცილებელია, რომ ე.წ კოვიდ-პასპორტი არსებობდეს, რადგან მოქალაქეებზე სხვადასხვა საქმიანი თუ პირადი ვიზიტები განახორციელონ საქართველოს გარეთ.
„იმის თქმა შემიძლია, რომ ზოგადად ვაქცინაციის ერთ-ერთი მიზეზი და არსი სწორედ ის არის, რომ მსოფლიო გაიხსნას, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ წესს და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა,”- ამბობს ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან” საუბრისას.
როგორც იცით მსოფლიოში უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ვაქცინირებულ ადამიანს შეზღუდვების გარეშე უნდა შეეძლოს მოგზაურობა. ამის შესახებ ავიაკომპანია “British Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შონ დოილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაფრენამდე მგზავრებმა უნდა წარადგინონ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი, ხოლო ვაქცინირებული პირები კი ამ ვალდებულებისგან უნდა გათავისუფლდნენ და მგზავრობა დაბრკოლების გარეშე შეძლონ.
„British Airways”- ის დირექტორი გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას მოუწოდებს აღნიშNულ საკითხზე სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები დაიწყოს.