Wednesday, September 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჭიათურის 1-ელი საჯარო სკოლა დაღუპულ მოსწავლეებს ემშვიდობება

March 4, 2024
ჭიათურის 1-ელი საჯარო სკოლა დაღუპულ მოსწავლეებს ემშვიდობება

,,გაშავდა გაზაფხული.. გაქვავდა ქალაქი… სამი ანგელოზი,რომელიც სიცოცხლით ხარობდა, მომავალს გეგმავდა, ათასნაირად ხატავდა ბედნიერების გზას, გულით მზეს დაატარებდა და ყოველი დღის გათენებას ზეიმობდა, გაფრინდა. გაფრინდა შორს, უცნობ გზაზე, ცოცხლად დარჩენილთათვის მიუვალ ნაპირზე…. დუმს სკოლა…სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მათი ნაბიჯებით ხარობდა, მათი სიცილით ხმაურობდა და მათი მომავლის გეგმებს ისმენდა… თითოეული მასწავლებლის გულში ცეცხლი ანთია. ცეცხლი, რომელსაც ვერაფერი აქრობს…

ბავშვები, რომლებთან ერთადაც გაიზარდეთ, თორმეტი წელი ისწავლეთ და დაძმანივით შეიყვარეთ ერთმანეთი, თავზარდაცემულნი არიან. მათ ხომ სამი თანაკლასელი, სამი და დაკარგეს. დაკარგეს მაშინ, როცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადიოდნენ, სიცილ-კისკისით სტუდენტობის ზეიმობას აპირებდნენ და ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. რა იცოდნენ, თუ თქვენ, ასე სწრაფად გადაიფრენდით ურთულეს გზებს, დაიპყრობდით ცის კამარას და მზეს შეუერთდებოდით კაშკაშა სხივებად. ,,ნუთუ, ღმერთო, ამისთანა მსხვერპლი, მართლა საჭირო იყო?!”ყველა სიტყვა უძლურია ამ ტრაგედიასთან, ნუგეში, უბრალოდ არ არის…

ჩვენო თვალმერცხალა ანგელოზებო ნინო, ელენე, ლიზი ერთი რაც შეგვიძლია გითხრათ ისაა, რომ თქვენ მუდამ იცოცხლებთ თითოეული ჩვენგანის გულებში, ის წილი მზე, რომელიც ჩვენში აანთეთ და დატოვეთ სითბოდ და სიყვარულად, არასდროს ჩაქრება.

ქალაქ ჭიათურის N 1 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური საზოგადოება, მოსწავლეები და მათი მშობლები, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლეების ნინო კენჭოშვილის, ელენე შუკაკიძის და ლიზი რობაქიძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.” – სკოლის Facebook გვერდი მოსწავლეების გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მოზაიკის“ ცნობით, ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დაკავებულთა შორის არიან გორელი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი
  • გავრცელებული ცნობებით, დააკავეს ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური
  • საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge