Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში 10 404 ბავშვს არასდროს ჰქონია მოსწავლის სტატუსი

March 15, 2021
საქართველოში 10 404 ბავშვს არასდროს ჰქონია მოსწავლის სტატუსი

სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ ზუსტი ინფორმაცია „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს 23 თებერვალს მოსთხოვა. ინფორმაცია დღეს, 15 მარტს, მოგვაწოდეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების 1.7 პროცენტი ანუ 10 404 ბავშვი არასდროს ყოფილა სკოლის მოსწავლე.

სამინისტრომ აღნიშნული მონაცემების შეგროვება მხოლოდ  შვიდი თვის წინ დაიწყო, რადგან მონაცემები, რაც „ბათუმელებს“ მოგვაწოდეს, „პირველადი  სტატისტიკური ინფორმაციაა“ და შესაძლოა ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს.

კვლევა , რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით ჩაატარა 2016 წელს, აჩვენებს, რომ 5-17 წლის 11 200 ბავშვი არ დადიოდა სკოლაში.

თუმცა განათლების სამინისტრომ მოგვწერა, რომ „ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად.“

მათივე განმარტებით, სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად 2020 წლის 10 სექტემბერს დამტკიცდა  „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“, რაც შესაძლებელს გახდის ჩართულ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე გამოვლინდნენ 6-დან 16 წლის ასაკის სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდები, დადგინდეს მათი საგანმანათლებლო საჭიროებები და მიიღონ ასაკისთვის შესაბამისი განათლება.

„აღნიშნული პროგრამის განხორციელებით მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, იმ მიზეზების დადგენა, რომლებიც განაპირობებს მოზარდების საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ყოფნას,“-გვწერს სამინისტრო.

„ბათუმელებმა“ სამინისტროს ასევე ჰკითხა, აქვს თუ არა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებენ სკოლის გარეთ მყოფი ბავშვების სასწავლო სივრცეში დაბრუნებას, რაზეც სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიების დონეზე საუბრობს. სამინისტროს განმარტებით, აუცილებელი იქნება ინტერვენციული მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და განხორციელება.

„სპეციალური საგანმანათლებლო სერვისები, პროგრამები, სოციალური მხარდამჭერი პროგრამები და სხვა. სკოლაში დაგვიანებით ჩარიცხულ მოსწავლეთა ინტეგრაციისა და აკადემიური განვითარებისთვის გამოყენებული იქნება სხვადასხვა  მეთოდოლოგია თითოეული ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე.

განსაკუთრებით ღრმა აკადემიური ჩამორჩენის მქონე მოსწავლეთათვის გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შემუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შექმნილი დაწევისა და დაჩქარებული სწავლების პროგრამა: სასწავლო რესურსები, სკოლის ადმინისტრატორთა და მასწავლებელთა ტრენინგმოდულები, შეფასებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტები,“- გვწერს სამინისტრო და აქვე დასძენს, რომ:

„სკოლის მიღმა დარჩენილი პირების მოძიება და სკოლაში ინტეგრაცია რთული და კომპლექსური საკითხია. მისი გადაჭრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების (სოცმუშაკები, განათლების სპეციალისტები, პოლიცია, მუნიციპალიტეტი და ა.შ.) კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს, ამიტომ პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს განათლების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მანდატურის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური მომსახურებისა და  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥 ხმაური და დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში – 21 წლის გიორგი მინდაძე განაჩენის მოლოდინში
  • „გული მომიკვდა, ანუ მასაც კი აღარ აქვს ჩვენი იმედი…“ – რას წერს მერაბ მეტრეველი?
  • „გაუქმდა 170-ზე მეტი ავიარეისი, შეყოვნდა 30 000-ზე მეტი მგზავრი…“ – რა ხდება საფრანგეთში?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge