Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემს ყოფილ მეუღლესთან შევეგუე იმ ფაქტს, რომ სახლში მისვლისას კარს არავინ მიღებდა.. მას 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი” – ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ქორწინებებზე

March 1, 2024
“ჩემს ყოფილ მეუღლესთან შევეგუე იმ ფაქტს, რომ სახლში მისვლისას კარს არავინ მიღებდა.. მას 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი” – ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ქორწინებებზე

“ჩემს ყოფილ მეუღლესთან შევეგუე იმ ფაქტს, რომ სახლში მისვლისას კარს არავინ მიღებდა.. მას 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი” – ამის შესახებ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი საუბრობს.

ამ ხმა­უ­რი­ან, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს მომ­ღე­რა­ლი არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია. ის კა­რი­ე­რის იმ სა­ფე­ხურ­ზე დგას, როცა სა­ხე­ლი მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს. მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბაა. ის და მისი ქმა­რი ოთარ მა­ი­სუ­რა­ძე ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ით ტკბე­ბი­ან.. მომ­ღე­რალ­მა ამ ეტა­პამ­დე რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა.

– ალ­ბათ, თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან…

– რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასეთ კა­რი­ე­რას იწყებ, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გაქვს, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვაც იქ­ნე­ბა. უნდა ეცა­დო, ისე­თი არა­ფე­რი გა­ა­კე­თო, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა შეგრცხვეს. იდე­ა­ლუ­რი თუ არა, სა­მა­გა­ლი­თო მა­ინც უნდა იყო, რომ მერე არ გა­წით­ლდე და თა­ვის დახ­რა არ მო­გი­წი­ოს.

– ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ამის გამო ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­ხარ?

– არი­ან ფა­ნე­ბი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­სა­ღი აზ­როვ­ნე­ბის ზღვარს სცდე­ბი­ან. ერთხელ იმის გამო გა­ვი­ლან­ძღე, რომ ფე­ის­ბუქ­ზე ჩემი დის­შვი­ლე­ბის ფოტო დავ­დე. მი­თხრეს, რო­გორ ბე­დავ ამას, შენ არ­ტის­ტი ხარო. თურ­მე მხო­ლოდ ის ფო­ტო­ე­ბი უნდა დავ­დო, სა­დაც სა­ღა­მოს კა­ბებ­ში ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც სა­ა­თო­ბით ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში თე­ატ­რის წინ მე­ლო­დე­ბი­ან. ისი­ნი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და მათი ცოტა მე­ში­ნია.

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა

ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვილს უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. იტა­ლი­ელ ქმარს, ტე­ნორ რი­კარ­დო მა­სი­ას ხუ­თწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და­შორ­და.
“5 წე­ლი­წად­ზე მეტი. საკ­მა­რი­სი დროა იმის­თვის, რომ და­შო­რე­ბა ტკი­ვილ­ში გა­დაზ­რდი­ლი­ყო. და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე მი­ვი­ღე. ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბი მენ­ტა­ლი­ტე­ტით უფრო ახ­ლოს არი­ან ჩემ­თან, ვიდ­რე ევ­რო­პე­ლე­ბი ან ამე­რი­კე­ლე­ბი, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას თით­ქმის ვერ ვა­ხერ­ხებ. ქარ­თველ­მა კა­ცებ­მა ქა­ლის სხვა­ნა­ი­რი პა­ტი­ვის­ცე­მა იცი­ან. იქა­ურ­მა კა­ცებ­მა ისე­თი ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­ღა­ცე­ბიც არ იცი­ან, რაც ქა­ლის­თვის სკა­მის გა­წე­ვა ან კა­რის გა­ღე­ბაა. ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ნელ-ნელა შე­ვე­გუე ამ ფაქტს, რომ კარ­საც არა­ვინ მი­ღებ­და, მაგ­რამ ეს სა­წყე­ნი არ ყო­ფი­ლა. რად­გან ამას მხო­ლოდ ჩემ­თან კი არა, არა­ვის­თან აკე­თებ­და. მერე ნელ-ნელა ის­წავ­ლა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მე­ხუ­თე წელს სა­კუ­თა­რი ხე­ლით მი­ღებ­და კარს.

მი­მაჩ­ნია, რომ კაცი უნდა იყოს ის შუ­ქუ­რა, რომ­ლის­კე­ნაც ოჯა­ხი მი­ილ­ტვის. ჩემი ოჯა­ხი მა­გა­ლი­თად მაქვს, სა­დაც ყო­ველ­თვის ერ­თხმად წყდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ბო­ლომ­დე არ მწამს, მი­მაჩ­ნია, რომ თუ მა­მა­კა­ცი ძა­ლი­ან ძლი­ე­რია, მას უნდა მიჰ­ყვე. თუ მა­მა­კა­ცი ძლი­ე­რი არ არის, მა­შინ ქალი იძუ­ლე­ბუ­ლია, სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რი რამ აი­ღოს.

ჩემ­ნა­ი­რი ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი ძა­ლე­ბით რა­ღა­ცას მი­ვაღ­წი­ოთ, ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბით პრობ­ლე­მებ­ში, ძი­ე­ბა­ში. მირ­ჩევ­ნია მარ­ტო ვიყო, ვიდ­რე უღირ­სი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით“ – ამ­ბობ­და ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი „სარ­კეს­თან“ იტა­ლი­ელ ქმარ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ.

მომ­ღე­რალ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სიყ­ვა­რულ­ზე, მუ­სი­კოს ოთარ მა­ი­სუ­რა­ძე­ზე 2016 წელს იქორ­წი­ნა. ერ­თმა­ნე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს და შემ­დეგ იყო პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი და დიდი გრძნო­ბა. წყვილს ცოტა ხნის წინ სა­ერ­თო შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

“ოთომ და­მი­მა­ტა “ინ­სტაგ­რამ­ზე”, მაგ­რამ ერთი წელი არ გვქო­ნია კო­მუ­ნი­კა­ცია. ერთხელ “ლა­ი­ვის” დროს მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა „მე თქვენ ძა­ლი­ან მომ­წონ­ხართ და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და თქვე­ნი გაც­ნო­ბა.“ პა­სუ­ხი პი­რა­დი გვერ­დი­დან და­ვუბ­რუ­ნე, მაგ­რამ არ და­ი­ჯე­რა, რომ მე ვი­ყა­ვი, მთხო­ვა, ჩემი სა­ხე­ლი და­წე­რე და ისე გა­და­ი­ღე ფო­ტოო. ამის შემ­დეგ 24 სა­ა­თი გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია.

თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, მე­ო­რე დღეს­ვე შევ­ხვდით, პარ­ლა­მენ­ტთან დავთქვით შეხ­ვედ­რა. უცებ უკ­ნი­დან ვი­ღაც მო­ვი­და, თვა­ლებ­ზე ხელი ამა­ფა­რა, ოთო იყო. იმ დღეს ბევ­რი ვი­სე­ირ­ნეთ და მივ­ხვდი, რომ ჩემი ადა­მი­ა­ნი იყო.

მე ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და მო­რი­დე­ბუ­ლი ვარ. ამის გამო იფიქ­რა, რომ არ მო­მე­წო­ნა და გაქ­რა. მე აქეთ ვდარ­დობ­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ არ მო­ვე­წო­ნე. მერე მე­გო­ბარ­მა შე­ამ­ჩნია, რომ ცუ­დად იყო და მი­ზე­ზი რომ გა­ი­გო, უთხრა, ქალი ამ­ხე­ლა დო­ნის ვარ­სკვლა­ვია და აბა რა გე­გო­ნა, კი­სერ­ზე ჩა­მო­გე­კი­დე­ბო­დაო. აიღე ტე­ლე­ფო­ნი და და­უ­რე­კეო. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მის ზარს ვე­ლო­დე­ბო­დი. ასე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი. მის გვერ­დით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და მშვი­დი ვარ.“ – ყვე­ბო­და გა­და­ცე­მა “სთო­რი­ში” ანი­ტა.

წყა­რო: ჟურ­ნა­ლი “სარ­კე”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – ამ წუთებში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს
  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge