რატომ გაიმეტა 22 წლის ქალი მოსაკლავად ახალგაზრდა კაცმა – “ლილოს” დასახლებაში მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„TV პირველმა“ ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოთო ცინდელიანის მამასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
თემურ ცინდელიანი ამტკიცებს, რომ მისი შვილი ბარსელონაში სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობდა. მკვლელობაში ბრალდებულის მამა ამბობს, რომ 22 წლის ბიჭს მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
„ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ იყო მაგ ნარკოტიკების გამო და იმიტომ მოხდა ყველაფერი. იქით იყო ბარსელონაში, მკურნალობდა. ფსიქიკურად უჭირდა მაგის გამო, თორემ გამკეთებელი იყო აბა მაგის? დიახ, ჩემთან იყო ჩამოსული ბოლოს სვანეთში, მაგრამ მე არ ვიყავი იქ და უკან წამოვიდა”, – ამბობს თემურ ცინდელიანი.
მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს.
ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკი მკვლელობის შემდეგ კაცი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და სვანეთში წასვლას აპირებდა. “პირველების” ინფორმაციით, პოლიცია ცინდელიანის კვალზე ქეთი ჯავახიშვილის მობილური ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გავიდა.
ირკვევა, რომ ცინდელიანი ქეთი ჯავახიშვილის მეზობლად, ნათესავის სახლში ცხოვრობდა.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილის დასახიჩრებული ცეხადარი 27 თებერვალას, დილით, სახლთან ახლოს იპოვეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მოტივს, გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელიც ჯავახიშვილების ნათელ-მირონია ახალგაზრდა ქალს აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა.